მას შემდეგ, რაც "კრაკოვიას" მწვრთნელად მიხილ პრობერის ნაცვლად იაცეკ ზელინსკი დანიშნეს, საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე ძირითად შემადგენლობაში დამკვირდა და გუნდის თავკაცს იმედებს უმართლებს.
კაკაბაძემ პოლონეთის ექსტრაკლასა მე-15 ტურში "რაკუვს" შორიდან გაუტანა, დღეს კი იგივე მე-19 ტურში ვროცლავში "შლიონსკთან" სტუმრად მოგებულ მატჩში (2:0) გაიმეორა. ოთარმა ჩემპიონატის 8 მატჩში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
"კრაკოვია" 26 ქულით მე-9 ადგილზეა და 5 იანვარს ჩემპიონატის ლიდერს, ნიკა კვეკვესკირის "ლეხს" უმასპინძლებს.
geo-fans 07-ის ვიდეო