voetbalbelgie-მ ჩაკვეტაძე "გენტიდან" წამსვლელთა შორის დაასახელა

AutoSharing Option
voetbalbelgie-მ ბელგიის ჟუპილერ ლიგის გუნდების ზამთრის სავარაუდო ტრანსფერები გამოაქვეყნა და მათ შორის „გენტის“ დამტოვებელთა შორის გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელა.

მოვლენ: ტომას ფონტეინი (ლორიანი), არტურ გალოიანი (ველესი), ნადირ ბენბუალი (პარადუ)

წავლენ: ჯორდან ბოტაკა, ალექსანდრ დე ბრუინი, ვაკუნ ბაიო, დარკო ლემაჯიჩი, სინან ბოლატი (ფენერბახჩე), რომან ბეზუსი, გიორგი ჩაკვეტაძე

გამოცემა აღნიშნავს, რომ "გენტის" ზოგიერთ ფეხბურთელს კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და უკვე ნაახალწლევს შეუძლიათ სხვა კლუბებთან აწარმოონ მოლაპარკებები.

33 წლის მეკარე ბოლატი კარგ სეზონს ატარებს, მაგრამ თუ მასში სერიოზულ თანხას შესთავაზებენ, გაყიდვაზე უარს არ იტყვიან. თავდამსხმელი
ლორან დეპუატრი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია და მიუხედავად ამისა, მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავენ. თამაში გამოასწორა უკრაინელმა ნახევარმცველმა რომან ბეზუსმა, მაგრამ არაა გამორიცხული, ნავთსაყუდელის გამოცვლა მოუწიოს. არ გაუშვებენ ფორვარდ ჯანი ბრუნოს, რომელსაც კარგი სტარტის შემდეგ ხშირად არ უწევს მოედანზე გასვლა. ჯორდან ბოტაკასა და ალექსანდრე დე ბრუინს ჯერ კიდევ ზაფხულში უთხრეს, რომ სამომავლო გეგმებში არ ჯდებიან. ალბათ, დაემშვიდობებიან ნიგერიელ შემტევებს - ჩინონსო ემეკას და ადევალე ოლადოიეს.

რაც შეხება ჩაკვეტაძეს, განაცხადში ვეღარ ხვდება, ხელშეკრულებით კი კლუბთან 2024 წლამდეა დაკავშირებული.

მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა განაცხადა, რომ სატრანსფერო საკითხები არ აღელვებს, კლუბის გადასწყვეტია, ვინ უნდა გაუშვან და ვინ უნდა დატოვონ. "გენტმა" ყველა ტურნირზე ბოლო 9 მატჩიდან 8 მოიგო, სამ ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას და კლუბში ვანჰეზებრუკის მუშაობით კმაყოფილები არიან.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ძალიან კარგი ამბავია ! ოღონდ იმ ბოსელს თავი დააღწიოს და თინდაც კვიპროსში წავიდეს თუნდაც რუსეთში და თუნდაც ავცსტრალიაში მთავარია ითამაშოს ! ისე ყველაზე მაგარი ვარიანტი იქნება მეზობელ ჰოლანდიაში ჯერჯერობოთ
zura222
19:39 19-12-2021
9
ვფიქრობ ამ პირობებით როცა საერთოდ აღარ შეტევა მწვრთნელს განაცხადში ჩაკვეტაძე გენტში დარჩენას არანაირი აზრით აარ არ აქვს ჩემი აზრით ჩაკვეტაძისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება დინამო ბათუმში გადმოსვლა 1 სეზონი გუნდი ევროტურნირებზე გამოდის და საქართველოში ჩამოსვლა და აქ თამაში მშობლიურ გარემოში დაეხმარება ფორმის აღდგენაშიც და ფსიქოლოგიურადაც დაიბრუნებს თავდაჯერებას თუ რათქმაუნდა საქართველოში ჩამოვა და იქნება ამის შესაძლებლობა. გასაგებია რომ ბელგის გაცილებით მაღალი დონის ლიგა ვიდრე ეროვნული ლიგა მარა აქ თამაში გინდა დინამო ბათუმში ან დინამო თბილისში ჯობია გენტში სკამზე ჯდომას ჩაკვეს ახლ სჭირდება ისეთი გუნდი სადაც მას ექნება სათამაშო დრო რომ ფორმაში ჩადგეს.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული