ბელგიური მედია ჩაკვეტაძის წასვლას რეალურად განიხილავს

AutoSharing Option
ბელგიური nieuwsblad-ი წერს, რომ ბელგიაში სატრანსფერო ფანჯარა 4-დან 31 იანვრამდე იმოქმედებს და გუნდები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სეზონის მეორე ნაწილისთვის გაძლიერდნენ და "გადამწყვეტი დარტყმისთვის" მოემზადონ.

გამოცემა ტრანსფერებს ალბათობის მიხედვით განიხილავს და ერთ-ერთ ყველაზე რეალურად გიორგი ჩაკვეტაძის მიერ "გენტის" დატოვება წარმოუდგენია:

"ჩაკვეტაძეს სათამაშო დრო ჰქონდა, თუმცა მწვრთნელის დარწმუნებას იშვიათად ახერხებდა. ბევრი ტრავმის შემდეგ, ქართველმა ნახევარმცველმა სტაგნაცია განიცადა."

ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ჩაკვეტაძე ეტაპობრივად ფორმაში შესვლას ახერხებდა და 27 ოქტომბერს სათასო შეხვედრაშიც გაიტანა, თუმცა შემდეგ მთავარი მწვრთნელის ნდობა დაკარგა. ბელგიის ჩემპიონატში მის ანგარიშზე 2
საგოლე პასია. გიორგიმ საქართველოს ნაკრებში უკანასკნელად 9 ოქტომბერს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ (0:2) ითამაშა.

altvoetbalnieuw: ჩაკვეტაძეს გრანდების რიგი ედგა, ახლა კი ახალი დამსაქმებლის მოძებნა გაუჭირდება

altvoetbalbelgie-მ ჩაკვეტაძე "გენტიდან" წამსვლელთა შორის დაასახელა

altМатч ТВ: ჩაკვეტაძე ზამთარში ევროპის ტოპ-ლიგის გუნდში გადავა

მკითხველის კომენტარები / 13 /
გადავიდეს მიქაუტაძის გუნდში სეზონის ბოლომდე იქ სულ ძირითადში იქნება ახლა ხომ მთავარია თამაში რომ ფორმაში ჩადგეს საქართველოს ჩემპიონატი მარტში იწყება და მარტამდე 3 თვეა და თუ კიდე სამი თვე უნდა იუქმოს მაშინ ფორმის აღდგენა ურთულესი იქნება უკვე ახლავე უნდა წავიდეს ისეთ გუნდში რომელშიც ათამაშებენ ისედაც ბევრი გაუცდა და უცდება კიდევ საქართველოში რო ჩამოვიდე კიდე თვეები მოუწევს უქმობა.
გურამო
14:41 30-12-2021
0
გიო!!! დაბრუნდი მშობლიურ თბილისის "დინამოში", და მოემზადე. ჯერ ახლგაზრდა ხარ... ყველაფერი წინ გაქვს!!!
tngh
13:21 30-12-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული