Eldesmarque: "ვალენსიამ" თბილისის "დინამოს" მამარდაშვილის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება აცნობა

AutoSharing Option
Eldesmarque-ს ცნობით, "ვალენსიამ" თბილისის "დინამოს" დაურეკა და შეატყობინა, რომ მეკარე გიორგი მამარდაშვილს შეიძენს.

გამოცემის მტკიცებით, ესპანური კლუბი "დინამოს" ამ კვირაში დაუკავშირდა და აცნობა, რომ მამარდაშვილის კონტრაქტს საიჯარო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით გამოისყიდის და მას გაუმჯობესებული პირობებით შეეძლება იასპერ სილესენს გუნდის პირველი მეკარეობისთვის კონკურენცია გაუწიოს.

"ღამურების" ხელმძღვნელობა ქართველზე იმედებს ამყარებს, მასთან თანამშრომლობას იანვარში იურიდიულად გააფორმებს და პირველი გუნდის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

Eldesmarque აღნიშნავს, რომ "ვალენსიას" გოლკიპერის ფასი მოულოდნელად ძალიან გაიზარდა, მისი შესაძენი თანხა კი "ღამურებისთვის" საბაზრო ღირებულებაზე ათჯერ ნაკლებია.

რეგლამენტის მიხედვით ნებისმიერ
ტურნირზე "ვალენსია" ვალდებულია პირველი გუნდის 7 ფეხბურთელი ათამაშოს და შეუძლია დუბლების 6 წევრი შეიყვანოს განაცხადში, თანაც მხოლოდ ოთხჯერ სეზონში. ასე რომ, მწვრთნელ ხოსე ბორდალასს გიორგის უფრო ხშირად "დასაქმების" საშუალება მიეცემა.

ამ ინფორმაციას as-ი და "მარკა" ადასტურებენ - "ვალენსიას" ტრანსფერი 850 ათასი ევრო დაუჯდება, თანხას ორ ტრანშად დაფარავს, კონტრაქტი 2+1 სისტემის იქნება და "დინამო" მამარდაშვილის შემდგომი გაყიდვიდან 10%-ს მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თითქმის მილიონ ევროს იღებს "დინამო". გონიერი და ყაირათიანი მმართველი (მენეჯერი) თუ ყავს კლუბს, ამ თანხას გუნდის გასაძლიერებლად მშვენივრად გამოიყენებს.
კირკიტა
14:59 02-01-2022
0
ჩვენი არარა ხარ მორჩა! უკვე იყიდეს ხომ? აწი რასაც უნდა იმას უზავენ, თუ საჭიროდ ჩათვლიან გააღმერთებენ, თუ უნდათ საერთოდ დაავიწყებენ ხალხს და თუ უნდათ დაკლავენ კიდეც, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რისტთვის იყიდეს ეს კაცი. მნიშვნელიბა არა აქვს კარგად გადახტება თუ არა... აი ეს არის დასავლეთში ფეხბურთის მაფიის წესი..
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
21:24 01-01-2022
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული