61saat: აზაროვის ტრანსფერთან დაკავშირებით პრობლემაა - ბათუმის "დინამომ" ფასს მოუმატა

AutoSharing Option
თითქმის ყველა თურქული სპორტული გამოცემა იტყობინებოდა, რომ საქართველოს ნაკრების 19 წლის მცველ ირაკლი აზაროვის "ტრაბზონსპორში" ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო, რომელიც გუშინ დილით გაემგზავრა დანიშნულების ადგილზე. სახელდებოდა მისი შესაძენი თანხაც 1-1.8 მილიონი ევრო, მაგრამ 61saat-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა:

ტრაპზონში აზაროვის ტრანსფერის საინტერესო განვითარება! მათ ფასი ასწიეს...

"კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა მოხდა ქართველი მოთამაშის, ირაკლი აზაროვის ტრანსფერთან დაკავშირებით, რომელსაც მოელაპარაკნენ და დილით ტრაპზონში ჩაიყვანეს.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, დღეს დაგეგმილი შეთანხმება არ შედგა. ცნობილი გახდა, რომ ბოლო მომენტში ბათუმის
"დინამომ" აზაროვზე ფასი ასწია, "ტრაბზონსპორი" კი მთელი ძალებით ცდილობს პრობლემის გადაწყვეტას.

როგორც ირწმუნებიან, ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტიც ტრაპზონში იმყოფება".

"ფანატიკის" ცნობით, პრინციპული შეთანხმება მიღწეული იყო, მაგრამ როდესაც ფეხბურთელმა დოკუმენტები ბათუმში გააგზავნა, მისი სატრანსფერო ღირებულება გაზარდეს და ამ მომენტისთვის ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.

მკითხველის კომენტარები / 23 /
არასწორი საქციელია "დინამოს" მხრიდან ამ ტრანსფერის დაბლოკვა. რა თანხასაც იხდიან, რეალურზე მეტიცაა და იმაზე მეტის მოთხოვნა, უკვე სიხარბეა. ეს სიხარბე კი ფეხბურთელსაც დაღუპავს და კლუბსაც.
კირკიტა
16:58 04-01-2022
2
დღეს ქართველი ლეგიონერებიდან,ყველაზე სტაბილურად თამაშობს საბა ლობჟანიძე რომელიც თურქეთის ჩემპიონატშია,მე რუსეთის ჩემპიონატს თურქთის ჩემპიონატი მირჩევნია მაღალი დონის ლეგიონერებიც თამაშობენ და კარგი დონეც აქვთ
ბექა
16:27 04-01-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული