წიტაიშვილი მზადებას შეუდგა - სატრანსფერო სპეკულაციები დასრულებულია

AutoSharing Option
გიორგი წიტაიშვილის მიმართ სატრანსფერო სპეკულაციები დასრულდა, რადგან ქართველი ფეხბურთელი ისევ "ჩერნომორეცს" დაუბრუნდა და ახალი სეზონისთვის უკვე გუნდთან ერთად ემზადება.

კიევის "დინამოს" საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველს ყველაზე აქტიურად ვლადიმირ ვაისის ბრატისლავის "სლოვანს" უკავშირებდნენ, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან.

რაც შეეხება "ჩერნოკორეცს" - ოდესური კლუბი ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას 28 თებერვალს, "მარიუპოლის" წინააღმდეგ გამართავს, მანამდე კი ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.

გიორგი წიტაიშვილისა და ბექა ვაჩიბერაძის გუნდი, რომელთაც რომან გრიგორჩუკი გაწვრთნის, 14 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს, ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე კი 13 მატჩში მხოლოდ ერთი
გოლია.

altწიტაიშვილი ზაფხულამდე "ჩერნომორეცში" დარჩება

altწიტაიშვილის საკითხი 10 იანვარს გადაწყდება - "ჩერნომორეცის" მწვრთნელად გრიგორჩუკი დანიშნეს

altწიტაიშვილი გერმანულ, ბელგიურ და ნიდერლანდურ ფეხბურთს მოერგება, თუმცა... - უკრაინელი ჟურნალისტი

altწიტაიშვილისა და ვაჩიბერაძის "ჩერნომორეცის" მიმართ უკრაინულ მედიაში საკმაოდ დიდი ინტერესია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული