"კვარაცხელიასა და სამოშნიკოვის, შესანიშნავი ფეხბურთელების, სხვა კლუბში გადასვლა "რუბინის" ხელმძღვანელობის ხელშესახები წარმატება იქნება და ტრანსფერებს კლუბის ბიუჯეტში ბევრი თანხის დამატება შეუძლია.
ყველაფერი ეს, თუ, რა თქმა უნდა, ორივე გონს მოვა: ერთი - ტრავმის შემდეგ, მეორე კი - სეზონის გულწრფელად სუსტი დაწყების. მაშინაც კი, თუ ძვირად ვერ გასხვისდებიან, მოზიდული თანხა დახარჯულ ღირებულებას მაინც აღემატება. ასე იყო მაკაროვის შემთხვევაშიც - "დინამოსგან" მიღებული "ნეფტეხიმიკისგან" შეძენილისგან ბევრად მეტი იყო.
შიდა ბაზრის შესახებ კლუბის ხედვა ერთგვარად არასტაბილურია -
ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ სატრანსფერო საუბრები აქტუალობას არ კარგავს. ბოლოს ის ინგლისურ "ვულვზს" დაუკავშირეს.
"გოლოვინი, კვარაცხელია და ჰოლანი კლუბებს შეიცვლიან" - Championat
Daily Mail-მა კვარაცხელია "ვულვერჰემპტონს" დაუკავშირა
ხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება ყველაზე დიდი მოტივაციაა
მთელი ერი მადლობას გადავუხდით. უბრალოდ ეს დამოკიდებულება, რომ აი მე ვცადე და არავის უნდა, თან სიმეონემ ასე თქვა მაგდენი არ ღირსო... რავიცი მოგწონთ ასეთი მიდგომა?
მე არ მომწონს და ეს ჩემი აზრია.
ჩემი აზრით არავის სახვეწნი არაფერი სჭირს კვარაცხელიას.
არველაძე ქართული ფეხბურთის ლეგენდაა და ახალგაზდა ფეხბურთელების მიმართ სხვანაირი მიდგომა მართებს.
თუ მაინც არ გამოვიდა ატლეტიკო და აიაქსთან მოლაპარაკება, რა ემატება მაგით ახლა რომ აჟღერებს? თავის თავს არეკლამებს ანუ, მე ვცადე და არავის უნდაო.
თან მიამადლა, შენს გამო სიმეონეს ველაპარაკე (სიმეონეს იცნობს გავიგეთ) და მაინც არავის უნდევხარო.
რომ შეენახა ეგ აზრები თავისთვის არა?
კარგით რა.
უკაცრავად მაგრამ არ შეიძლება ბატონმა არველაძემ ხვიჩას თავი დაანებოს და კომენტარი აღარ გააკეთოს მასზე?
უკვე მერამდენე ინტერვიუში იძახის, რომ აიაქსს და ატლეტიკოს შესთავაზა, მაგრამ იმათმა დაიწუნეს და თქვეს, რომ ამდენი არ ღირს და ასე შემდეგ.
კვარაცხელიას გუნდი ჰყავს და აგენტი, კარგი თუ ცუდი პატივი ვცეთ, იმას, რაც ოფიციალურად უნდა მოხდეს და არა ჭორაობით.
ისინი გადაწყვეტენ სად გადავიდეს და თუ ვინმე გავლენიანი ქართველი ფეხბურთელი რეკომენდაციას გაუწევს ეს სალაპარაკო და დასაყვედრებელი რატომ უნდა იყოს..
ვინ ეკითხებათ ვეტერანებს მისი ვიღაცეებისთვის შეთავაზებას და მერე მსგავსი დამამცირებელი კომენტარების კეთებას.
ჯერ ერთი ძალიანაც რომ უნდოდეთ ,ატლეტიკოს სტილის ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობს ხვიჩა და არც გუნდისთვის და არც ხვიჩასთვის ეს მომგებიანი არიქნებოდა, აიაქსმა კიდე თავის დროზე შესთავაზა რუბინს, მაგრამ არ გაყიდა რუბინმა.
ვინმემ სთხოვა რომ აიაქსთან და ატლეტიკოსთან საქმე ჩამიწყვეო? თუ რაიმე გააკეთა და მართლა რეკომენდაცია გაუწია, ეგ რა სალაპარაკოა, მითუმეტეს 20 წლის ფეხბურთელის მიმართ მსგავსი კომენტარებით.
ამიტომ არ ეშველება ამ ქვეყანაში არც სპორტს და არც ხელოვნებას.
ეგ მიდგომა თუ მოგწონთ მაშინ წარმატებები :დ
მე ისეთი უნიჭიერესი ფეხბურთელის მიმართ, როგორიც კვარაა ძალიან მეუხერხულება ეგ დამამცირებელი განცხადებები. თუ მსგავი რამ მართლა მოხდა თავისთვის რომ შეინახოს არველაძემ ის ჯობია და არა სიმეონესთან ნაცნობობა გვიმარიაჟოს ყოველ მეორე სიტყვაში...
არუნდა არავის და რა ქნას თურმე.
როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ამ ბიჭის წინააღმდეგ აზრზე არ ხართ.
რუსებს ვაბრალებთ რაღაცეებს და თავად რას ვაკეთებთ, ლეგენდების ჩათვლით.
როცა ტრანსფერმარკეტი ფეხბურთელს ფასს ადებს, რის მიხედვით არის ეს ფასი შედგენილი? ვისი შედგენილია და ფეხბურთელს ან გუნდს თუ მიუძვის ამაში ბრალი?
ტრანფერმარკეტმა რომ გადაწყვიტა კვარაცხელია 16 მილიონი ღირსო, არველაძე დადის და იძახის, სიმეონემ მითხრა არ ღირსო :))
სავარაუდოდ საჩივარი უნდა გადავცეთ ტრანსფერმარკეტს იმიტომ რომ ქართველი ფეხბურთელი ძვირად შეაფასა.
ჩვენზე არაადეკვატური ხალხი არ მეგულება დედამიწის ზურგზე.
მადლობთ ყურადღებისთვის.
ზედმეტი ლაპარაკის მაგივრად რომელიმე გავლენიანმა ფეხბურთელმა მართლა რომ გაუკეთოს საქმე და რუსეთის იმედად არ დარჩეს ბიჭი ეგ გვინდა ჩვენ ხალხო!
არველაძის არაკომპეტენტურ ნათქვამს თუ ვაპროტესტებთ ესე იგი რუსეთი გვიყვარს და რუსეთში გვინდა ხვიჩა რომ დარჩეს? რა ლოგიკაა :დ
რუსეთზე მართლა შეყვარებულ ადამიანსაც კი არ ენდომება დღეს ხვიჩას რუსეთში ყოფნა.
მთლად სასწაულად უნდა გიჭირდეს ეგ რომ გინდოდეს :დ
გაუძლებს მაგ წნეხს. ეგ არ არის ჯანსაღი კრიტიკა მაგრამ არაუშას.უბრალოდ ამხელა დონის ლეგენდის მხრიდან ცოტა არიყოს სირცხვილია ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ დამაკნინებელ კონტექსტში საუბარი.