უკრაინელი ბლოგერი მახაილ სმოლოვოი იმ მიზეზებზე მსჯელობს, რის გამოც საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი წიტაიშვილი უკრაინული ფეხბურთის გრანდ კიევის "დინამოში" ვერ დამკვიდრდა:
"გიორგი წარმოუდგენლად უნარიანი ფეხბურთელია. სისწრაფე, ტექნიკა და შემოქმედება უკრაინის ჩემპიონატისთვის საკმაოდ კვალიფიციური გააჩნია და მაღალი კლასი აქვს - ეს არაა კამათისა და განხილვის საგანი.
კიევის "დინამოში" მარჯვენა გარემარბის როლი ბევრს განსაზღვრავს - შეტევების უმეტესობა აქედან ვითარდება. დღეს, როცა მათ ბენჟამინ ვერბიჩი ჰყავთ, წიტაიშვილზე დაყრდნობით შანსი ნაკლებია. მიზეზი კი მისი სლოვენიელთან ნაწილობრივი მსგავსებაა. მოედანზე ორივე ფეხბურთელის ერთდროულად თამაში სასურველ შედეგს
ვერ მოიტანს.
წიტაიშვილის პასისა და დარტყმის კოეფიციენტი არის 0,57 (2015/2016 წლების სეზონიდან ყველა ტურნირსა და დონეზე), ციგანკოვის ინდექსი კი - 0,87. განსხვავება კოლოსალურია!
როცა ციგანკოვი და ვერბიჩი მინდორზე არიან, იქ ორი ისარია. მაშინ ვიღაც მშვილდი უნდა გახდეს. მაგრამ ვინ, თუ "დინამოსთვის "პირველი პასი" მნიშვნელოვანი არაა?
მცველები ბურთს წინ იგერიებენ, გიო კი იძულებულია, ის მოედნის ცენტრთან ან ცოტა უფრო მაღლა მიიღოს და ატაროს. ხშირად ის წინ მარტოა, უბრალოდ არავინაა, პასი რომ მისცეს. ყველას ეშინია, ბურთი საჯარიმოსთან ახლოს არ დაკარგოს. წიტაიშვილი მხოლოდ საკუთარ თავს და ძალას უნდა დაეყრდნოს.
ციგანკოვი ბევრ შემოქმედებით პროცესს აკონტროლებს. ქართველი ფეხბურთელი დღეს ამისთვის უბრალოდ მზად არ არის. მას არ აქვს შესაბამისი უნარები და ვერ წარმოუდგენია, რომ სხვაგვარად თამაში შეუძლია.
კიდევ ერთხელ: გიო ძალიან ნიჭიერია, ის ცუდი ფეხბურთელი არაა, უბრალოდ განსხვავებულია.
თუ არაფერი შეიცვლება, მაშინ წიტაიშვილს "დინამოში" მხოლოდ ერთი შესაძლებლობა ექნება - ციგანკოვმა მარცხენა ფლანგზე ითამაშოს.
ამ შემთხვევაში, გიორგი ვერბიჩის როლს მიიღებს:
⁃ პასები ფლანგზე
⁃ ფლანგიდან სიღრმეში შესვლა
⁃ ბურთთან შეხების შემდეგ დარტყმა
ამისათვის თავისი ამჟამინდელი უნარები არ გამოადგება. დიდი ალბათობით, უბრალოდ ვერ შეძლებს სრულად შეცვალოს ციგანკოვის მთელი ფუნქციონირება. ვიქტორის მოთხოვნები მაღალია."
შეგახსენებთ, წიტაიშვილი ამჟამად იჯარით "ჩერნომორეცში" გამოდის, სადაც ზამთრის შესვენებამდე მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.

წიტაიშვილი მზადებას შეუდგა - სატრანსფერო სპეკულაციები დასრულებულია
წიტაიშვილი ზაფხულამდე "ჩერნომორეცში" დარჩება
წიტაიშვილის საკითხი 10 იანვარს გადაწყდება - "ჩერნომორეცის" მწვრთნელად გრიგორჩუკი დანიშნეს