გიორგის შესახებ არსებული მონაცემებიდან ჩანს, რომ ჩაკვეტაძე არა მხოლოდ კარგად ერგება "ჰამბურგს" და მისი თამაშის სტილს, არამედ შეტევაში მის ყველა შესაძლო თანაგუნდელსაც.
ჩაკვეტაძის საუკეთესო პოზიცია ცენტრშია და ის ასევე პროდუქტიულია მარცხნივაც. მისი ამჟამინდელი "GSN ინდექსი" არის 67.50. ეს ბუნდესლიგის საშუალო მაჩვენებელს შეესაბამება. თუმცა ამ ეტაპზე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მხოლოდ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარითაა აყვანილი. ასე რომ, სწრაფად უნდა იმოქმედოს.
კიტელს გოლის გასატანად 3 შეხვედრა სჭირდება, ჩაკვეტაძის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 5 მატჩს უტოლდება. 29 წლის გერმანელი ნახევარმცველი მეტოქის საჯარიმოში ბურთს უფრო ხშირად ეხება და პარტნიორებს საგოლე შანსებსაც მეტად უქმნის. ასევე, კიტელი მეტად ეძებს ფორვარდებს, ვიდრე ამას გიორგი აკეთებს.
ქართველს სხვა დადებითი მხარეები აქვს - 22 წლის ფეხბურთელი უფრო აქტიურია - 90 წუთში 82 ქმედება აქვს (კიტელს 65) და მათგან 74,39 პროცენტი წარმატებულია (კიტელის 67,69). აღსანიშნავია: ჩაკვეტაძე 90 წუთში ათ დრიბლინგს აკეთებს, საშუალოდ კიტელი მხოლოდ 3.3-ს ბედავს და უმეტეს შემთხვევაში, ბურთს კარგავს.
ჩაკვეტაძის 40 პასი 90 წუთში ძალიან კარგი მაჩვენებელია, თანაც 85-პროცენტიანი სიზუსტით. აქაც ის ჯობია კიტელს: "ჰამბურგის" ამჟამინდელი პლეიმეიკერი 90 წუთში 38 პასს აკეთებს, აქედან 29 ზუსტია (76,31 პროცენტი). ახალწვეული დუელებთან დაკავშირებითაც უკეთესია - ჩაკვეტაძეს 90 წუთში 21 დუელი აქვს, მისი წარმატების მაჩვენებელი 47,61-ია; კიტელი კი 39,09 პროცენტს იგებს.
მომზადებულია ndr-ის მიხედვით
ყველაფერი "ჰამბურგზე" - სად დაინახავს მწვრთნელი ჩაკვეტაძის ადგილს?!
BILD: გეორგიელი გიორგი ყველაფერს აკურატულად წყვეტდა - კარგი ტექნიკითა და რიგიანი ტემპით