22 წლის ნახევარმცველი გიორგი კუცია თბილისის "დინამოდან" "რაბოტნიჩკიში" გადავიდა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის "რაბოტნიჩკიში" იჯარის წესით წელიწად-ნახევარი იასპარეზებს.
"ბედნიერი ვარ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვითამაშებ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდს დასახული მიზნების განხორციელებაში დავეხმარო", - განაცხადა კუციამ.
"ბედნიერი ვარ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვითამაშებ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდს დასახული მიზნების განხორციელებაში დავეხმარო", - განაცხადა კუციამ.
"რაბოტნიჩკი" ჩემპიონატზე მე-8 ადგილზეა და 13 თებერვალს სტუმრად "პელისტერს" დაუპირისპირდება.