მამარდაშვილმა "სან მამესზე" გამოცდა ჩააბარა - "ვალენსიამ" სასურველ ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ვალენსია“ სტუმრად „ბილბაოს“ დაუზავდა, რომელმაც გათამაშებიდან "რეალი" და "ბარსელონა" გამოაგდო - 1:1.

მწვრთნელი ხოსე ბორდალასი თასზე მუდამ ხაუმე დომენეკს ათამაშებდა, მაგრამ ლა ლიგაზე „სოსიედადთან“ კარგად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ კარში გიორგი მამარდაშვილი ჩააყენა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა: მე-19 წუთზე დიახაბიმ ბურთი უკან დაუგორა, გიორგიმ ფეხი ააცილა და ბედად, კარს ასცდა. 31-ე წუთზე მან ახლო მანძილიდან უილიამსს არ დაანება გატანა. 37-ე წუთზე კი რაულ გარსიამ ჩაწოდებულ ბურთზე მორიბას ბრძოლა მოუგო და თავურით „ბილბაო“ დააწინაურა. გაშვებული გოლი გილკიპერის
ბრალი არ იყო.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ბასკები უტევდნენ, ჩვენებურმა მუნიაინის დარტყმული ბურთი აიღო. სტუმრები კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 65-ე წუთზე დურომ ანგარიში გაათანაბრა. ბოლოს ვივიანმა საჯარიმოში დურო წააქცია, მაგრამ მსაჯმა ბასკების კარში პენალტი არ დანიშნა.

მოკლედ, "ვალენსიამ" მძიმე, ნერვულ მატჩში ფრეს მიაღწია, ქართველის თამაში კი შეიძლება საერთო ჯამში დადებითად შეფასდეს.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 3 მარტს „მესტალიაზე“ ჩატარდება. შემდეგ მატჩს კი „ვალენსია“ პრიმერაზე 13 თებერვალს, გასვლაზე „ალავესთან“ გამართავს.

ბილბაო. „სან მამესი“. 42 905 მაყურებელი
ბილბაო - ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 რაულ გარსია (37), 1:1 დურო (65)


მკითხველის კომენტარები / 25 /
დაიცა 100%-იანი ოფსაიდი არ იყო ეს გოლი ?
1
გიორგი ეხლა ყალიბდება ლა ლიგის ერთ ერთ ძლიერი კლუბის მეკარედ და ამით ვფიქრობ ყველაფერია ნათქვამი. ჩამოყალიბების გზაზე ფეხის აცდენებიც იქნება და კურიოზული გოლებიც, ასე გამოცდილებსაც მოსდით კარიერაში. გამოცდილ მცველებს გაქვთ საკუთარ კარში გოლები. კარგია რომ შანსი აქვს და დარწმუნებული ვარ კიდევ ექნება ძირითადში თამაშის. წარმატებას ვუსურვებ.
G.LA
19:33 11-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული