ჩაკვეტაძეს ენთუზიაზმს უწონებენ, გიორგი მწვრთნელს და თანაგუნდელებს აქებს

AutoSharing Option
გერმანიაში გიორგი ჩაკვეტაძის სადებიუტო შეხვედრებს გერმანული მედია აქტიურად ეხმაურება. Mopo წერს:

"ქართველმა უკვე რამდენიმე ეპიზოდში აჩვენა, თუ რა შეუძლია და ეს სტადიონზე მყოფმა გულშემატკივრებმაც შენიშნეს...

ჩაკვეტაძემ გასულ კვირას დარმშტადტში (5-0) მოგებულ მატჩში 12 წუთი იასპარეზა. მისი სათამაშო დრო "ჰაიდენჰაიმის" (2:0) წინააღმდეგ გაორმაგდა. 66-ე წუთზე მოედანზე ის ფარიდე ალიდუს ნაცვლად შევიდა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო.

ნახევარმცველი მაშინვე თამაშში ჩაერთო და ენთუზიაზმით სავსე იყო. მთლიანობაში, ის ბურთს 26-ჯერ შეეხო და მისი პასების უმეტესობა თანაგუნდელებმა მიიღეს - სიზუსტე 88 პროცენტი. მისი მაჩვენებელი დუელებშიც
(ასევე 88 პროცენტი) კარგი იყო.

"გიორგის აშკარად აქვს პოტენციალი და ამას ისევ და ისევ გამოავლენს, - განმარტა მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვოლტერმა, - ამავდროულად, მან ჯერ კიდევ ადაპტაცია უნდა გაიაროს და საკუთარი თავი იპოვოს. მხოლოდ ერთი კვირაა, რაც ჩვენთანაა."

ეჭვგარეშეა, რომ ჩაკვეტაძეს დრო დასჭირდება, რომ მოწესრიგდეს და ყველა პროცესი ბოლომდე გაიაზროს, თუმცა დასაწყისი მისთვის წარმატებული იყო. თუ ასე გააგრძელებს, მასთან ერთად არამხოლოდ "ფოლკსპარკზე" მყოფი გულშემატკივრები ისიამოვნებენ..."

ჩაკვეტაძეზე kicker-იც წერს და ფეხბურთელის კომენტარსაც გვთავაზობს. "ჰამბურგის" შეხვედრას ქართველი გულშემატკივრებიც დაესწრნენ, რაზეც შეხვედრის შემდეგ გიორგიმაც ისაუბრა:

"ეს ძალიან სასიიამოვნო იყო. მატჩის შემდეგ მათ შევხვდი და მაისური ვაჩუქე... 

გუნდში თავს კომფორტულად ვგრძნობ, შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც კარგად მიმიღეს.

მთავარი მწვრთნელიც ძალიან მეხმარება და ვგრძნობ, რომ კარგ ხელში ვარ."


alt"ჩაკვეს" მშვენიერი 24 წუთი და "ჰამბურგის" დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 4 /
გამოჩნდა თუ არა ეს ბიჭი სარბიელზე, ყველა ნორმალურმა ქართველმა დაინახა მასში ფეხბურევუქმევუქმნათეეთის ახალი ქართველი ჯადოქარი, მაგრამ ქართველი რის ქართველია რომ კარგს და გამორჩეულს სარმა არ გამოვდოთ და პრობლემები არ შევუქმნათ. წარმატებები გიორგის. ღმერთი მოწყალეა.
ზურა
14:48 14-02-2022
4
ღმერთო,მიეცი ჯანმრთელობა!დანარჩენს თვითონ გააკეთებს.
სოსო
14:17 14-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული