საქართველოს ნაკრების მცველის, 23 წლის ლუკა ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერს" მშვენიერი სეზონი აქვს და ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-2 ადგილს იკავებს. ჩემპიონატის მე-19 ტურში ქართველი მცველის გუნდმა "რიდი" (2:1) დაამარცხა, ლუკამ კი მოედანზე კიდევ ერთი 90 წუთი გაატარა. კლუბის პრეზიდენტი დიტმარ რიგლერი გახარებულია და უკვე ჩემპიონობაზე ოცნებაც რეალურად წარმოუდგენია.
krone-ი რიგლერის სიტყვებს ციტირებს:
"ვინმეს ეს სეზონის წინ რომ ეთქვა, ვერ დავიჯერებდი. თუ ჩემპიონები გავხდებით, კარგი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფეხბურთელები არანაირ ზეწოლას არ განიცდიან...
რამდენიმე მოთამაშესთან ხელშეკრულების გახანგრძლივების გეგმა შედგენილია, მათ შორის, ლუკა ლოჩოშვილთან."
"ვოლფსბერგერმა" ავსტრიის თასის ნახევარფინალში
გააღწია, ჩემპიონატში კი ლიდერ "ზალცბურგს" 14 ქულით ჩამორჩება, მაგრამ რამდენიმე ტურის შემდეგ ბუნდესლიგა ექვსეულებად დაიყოფა და ქულათა სხვაობა შეიცვლება.
შეგახსენებთ, "ვოლფსბერგერის" წევრი გურამ გიორბელიძეცაა, რომელიც ამჟამად დრეზდენის "დინამოში" გამოდის. აქვე გეტყვით, რომ ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" მე-3 ადგილს იკავებს.
ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერი" თასის ნახევარფინალში გავიდა
ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერი" 3:0-ს იგებდა და ფრეს დასჯერდა
საბა კვირკველიას აღარ ვთვლი სამწუხაროდ. იმდენად მოუკლო, აშკარად აღარ არის ფეხბურთის თამაში მისი პრიორიტეტი. არა და რომ უნდოდეს. ჯერ 5-7 წელი მაინც შეუძლია კიდევ მაღალ დონეზე.