„ველოდრომზე“ გუგეშაშვილს დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწია, მის კარზე დიდი დაწოლა იყო, ურიგოდ არ გაისარჯა, თუმცა გამოსვლებზე მთლად დამაჯერებელი ვერ გახლდათ. მასპინძელთაგან განსაკუთრებით თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი აქტიურობდა. ლუკამ პირველ ტაიმში მას ორჯერ არ დაანება გატანა, მაგრამ შესვენებაზე გასვლის წინ პოლონელმა დუბლი მაინც შეასრულა.
მეორე ტაიმში „მარსელი“ ჩვეულად ვეღარ აქტიურობდა. მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ მთელი შეტევის ხაზი გამოცვალა. 54-ე წუთზე ქართველმა მეკარემ პაპე გუეის დარტყმული ბურთი თავგანწირულ ნახტომში მოიგერია, 85-ე წუთზე კი პატრიკ ანდრადეს პასით კადიმ სტივ მანდანდას ერთი გოლი გაუტანა. თუმცა შეცვლაზე შესულმა დიმიტრი პაიემ 90+2-ე წუთზე გუგეშაშვილის კარი დალაშქრა.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 24 თებერვალს ბაქოში გაიმართება.