"რუბინი" "ზენიტს" ესტუმრება. ყაზანელებს მშვენიერი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდათ, სადაც ეტაპობრივად კვარაცხელიაც დაიტვირთა. რა თქმა უნდა, ქართველი გარემარბი ახლა ოპტიმალურ ფორმაში არაა, თუმცა მასზე ისევ დიდი ავანსებია გაცემული. ამხანაგურ მატჩებშიც ამტკიცებდა, რომ ხვიჩა სლუცკის გუნდში ისევ ყველაზე დიდი მნიშვნელობის მოთამაშეა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ განვლილ 15 მატჩში "კვარას" მხოლოდ 1 გოლი და 2 საგოლე პასი ჰქონდა.
"რუბინი" მე-11 ადგილს იკავებს, "ზენიტი" კი ლაივ
კარგ ფორმაში შესული ოთარ კაკაბაძის "კრაკოვია" პოლონეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში "ტერმალიცას" დაუხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, კრაკოველებს ექვსეულში შესვლა შეუძლიათ. 26 წლის კაკაბაძის ანგარიშზე უკვე 3 გოლია.
მატჩი 21:00 საათზე აიღებს სტარტს.
საინტერესო შეხვედრებია აზერბაიჯანშიც. დავით ვოლკოვის "ზირა" "სებაილს" ესტუმრება (17:00 სთ). ქართველი ფორვარდის გუნდი ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, მის ანგარიშზე კი უკვე 10 შედეგიანი დარტყმაა.
გათამაშების ლიდერი, ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღი", გასვლით მატჩს "კეშლასთან" გამართავს (19:15 სთ). ქართველ მეკარეს კვლავ სასტარტოში ველით...
"ჩემ პროვოცირებას ცდილობენ..." - ხვიჩას ინტერვიუ "რუბინის" ოფიციალურ გვერდთან
კაკაბაძემ ისევ თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ისევ გაიტანა [VIDEO]
ხვიჩა უნდა დაბრუნდეს საქართველოში.