"კონტრაქტის გაწყვეტა კი არა, შეჩერება შეუძლიათ" - რა ბედი ელით რუსეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს?

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთელების პროფკავშირების თავმჯდომარე ალექსანდრ ზოტოვი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მან თქვა, აქვს ინფორმაცია, რომ ფიფა რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს კონტრაქტის შეწყვეტის კი არა, არამედ დროებით შეჩერების უფლებას მისცემს. 

როგორც ზოტოვი ამბობს, შეიქმნება სპეციალურად ამ ამბის გამო ახალი სატრანსფერო ფანჯარა, კლუბებს კი 2 ფეხბურთელის დამატება შეეძლებათ. 

რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს თავიანთ ამჟამინდელ კლუბებთან კონტრაქტის შეჩერება 2022 წლის ივნისამდე, ანუ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე შეეძლებათ. ზოტოვი ამბობს, რომ ივნისში ისინი ისევ თავიანთ გუნდებს უნდა დაუბრუნდნენ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
Levani ს-ს.მეც ლიბერალი ვარ,ბაზარი არ არი.სხვის აზრსაც პატივს ვცემ,არც ვინმეს პირადი ცხოვრება მაინტერესებს.ოღონდ ამორალურად თავისი ქვეშაგები წინ არ მიფრიალოს.
არც რუსეთი მრვასება როგორც შენ ამოგიკითხავს ჩემი კომენტარიდან და არც ლიბერალებზე შემიტევია.
ქართველი ერი ლიბერალი იყო ყოველთვის და ლექციას ნუ დამაწერინებ შენი ჭირიმე.
ისინი ვინც zura222 მა იგულისხმა- თავის თავს ეძახიან ლიბერალებს,სინამდვილეში აგრესიული პროვოკატორების ხროვაა და სწორედ ეგენი არიან მოწადინებული ვინმეს თავი აცემინონ-რათა სწორედ ცივილიზებული სამყაროს თვალში გამოვჩნდეთ ველურებად.
თვითონ კიდე ამით ცხოვრობენ-ფაქტიურად სამშობლოს ღალატში იღებენ გრანტებს.
მე მგონი გასაგებად აგიხსენი,ვისაც უნდა გაიგებს და ამაზე მეტს ნუღარ მომწერ-მგონი შენც მეთანხმები.
სპორტზე კამათი მომენატრა და სპორტზე ვწეროთ ჯობია-ნაკრების თამაშები მოდის,ამ ყველაფერმა გაამკრთალა,მაგრამ წარმომიდგენია როგორ მოუთმენლად დაველოდებოდით ახლა მარტის თამაშებს.
Levani
13:52 08-03-2022
0
დაანებეთ თავი შეეშვით ამ კვარას ნუ შეუკიტინეთ არაა ეგრე ადვილი მაგის მაქედან წამოსვლააა 20-მილიონს აფასებდნენ და როგორ გონიათ ესე ადგილად ვინ გამოუშვებსს…ხვიჩაა მიდიიი რა ათამაშდიი მაგრად გთხოვ ნუ დაუხრი თავს…ყველას შენიი იმედი გვაქვს თვით რუსებსაც კი!!!!!!!!!!!!!!!!
Kvaraa golebiiiii
11:38 08-03-2022
1

სიახლეები პოპულარული