"ვოლფსბერგერის" ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა "აუსტრიასთან" მატჩის დასაწყისში მძიმე ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, - იტყობინება kleinezeitung-ი.
გამოცემის ცნობით, მეორე სართულზე ბურთზე ბრძოლისას ლოჩოშვილი მეტოქე გუნდის მცველ მარვინ მარტინსს შეეჯახა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. მას შუბლისა და ცხვირის არეში ღრმა ჭრილობები აქვს, მოედნიდან გაყვანისას კი გონზე იყო.
ორი კვირის წინ ამავე "აუსტრიასთან" შეხვედრისას ლუკამ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი გეორგ ტაიგლი გადაარჩინა და ღორსების ორდენით დააჯილდოვეს.