ლოჩოშვილს ტვინის შერყევა და ცხვირის მოტეხილობა აქვს

AutoSharing Option
"ვოლფსბერგერი" ტრავმირებული ლუკა ლოჩოშვილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას - მას ტვინის შერყევა და ცხვირის მოტეხილობა აქვს.

კლუბის საიტი იტყობინება, რომ ქართველი მცველი დიდი ხანი ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ლუკამ ტრავმა "აუსტრიასთან" მატჩის დასაწყისში მეტოქე გუნდის მცველ მარვინ მარტინსთან შეჯახების შედეგად მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ორი კვირის წინ ამავე "აუსტრიასთან" შეხვედრისას ლუკამ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი გეორგ ტაიგლი გადაარჩინა და ღორსების ორდენით დააჯილდოვეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული