ნაკრების თამაში მოდის, ხვიჩა - არა?! - ჩვენი ლიდერის მისია

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ჩვეულებრივი ამბავი ვერ იქნება - ის საქართველოს ნაკრების აღიარებული ლიდერი და დიდი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელია. რუსეთის ჩემპიონატში თამაშის გამო ახლა მის მიმართ დიდი აჟიოტაჟია და ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ყველას მთავარი ინტერესი ახლა მაინც ის უნდა იყოს, ამ ყველაფრით თავად "კვარა" არ დაზარალდეს...

რუსული აგრესია გულგრილს ვერავის დატოვებს, თუმცა მთავარია, ემოციები სწორად მივმართოთ. დღეისთვის ხვიჩა ყველაზე დიდი რესურსის მქონე ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც გიორგი მამარდაშვილის მსგავსად, შანსი აქვს, ელიტური ლიგისა და გუნდის წევრი გახდ
ეს. გასულ ზაფხულს ეს ამბავი არ გამოვიდა, თუმცა ყველას გვჯერა, რომ ძალიან მოახლოვდა ის დღე, როცა ხვიჩას სხვა დონეზე ვიხილავთ. ფიფამ და უეფამ ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით ყველაზე ნაკლებად გაართულეს - ფეხბურთელებს რუსული და უკრაინული კლუბებისგან წასვლა მხოლოდ რამდენიმე თვით (ივნისამდე) შეუძლიათ. შესაბამისად, როგორ მოხერხდება ის, რომ "კვარასთვის" სასურველი ტრანსფერი ახლა განხორციელდეს, რთული სათქმელია. სანქციები გაგრძელდება, დრო კი არ ითმენს!

ახლა საქართველოს ნაკრებს ამხანაგური შეხვედრები ელის, ივნისში კი - ძალიან დატვირთული და მნიშვნელოვანი "ერთა ლიგის" მატჩები, სადაც კვარაცხელიას კარგ სათამაშო ფორმასა და განწყობას დიდი მნიშვნელობა ექნება. რა თქმა უნდა, ხვიჩამ იცის, რომ ქართველ გულშემატკივრებს მისი რუსეთიდან წასვლა ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად სურთ და ამაზე ის უნდა ფიქრობდეს, არსებულ ვითარებასაც მეტად უნდა ითვალისწინებდეს, თუმცა იმის ფუფუნება არ გვაქვს, რაც სოციალურ ქსელებში გააჟღერეს - კვარაცხელია და რუსეთში მოთამაშე სხვა ფეხბურთელები საერთოდ არ გვჭირდებაო... ეს დამოკიდებულება არავის გამოგვადგება - არც ჩვენ, არც ფეხბურთელებსა და მწვრთნელს და არც თავად ხვიჩას. რა თქმა უნდა, ცუდია რომ რუსულ მოედნებზე უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ვერ ვხედავთ (ანატოლი ტიმოშჩუკისგანაც კი ვერ მოვისმენთ), თუმცა ეს ბრაზი ისევ ჩვენ წინააღმდეგ არ უნდა მივმართოთ...

კვარაცხელია მენტალურად საკმაოდ ძლიერი მოთამაშე ჩანს. სატრანსფერო საუბრებს, ამხელა ყურადღებასა და ზეწოლას მაქსიმალურად გაუმკლავდა, თუმცა შეუძლებელია, გარკვეული გავლენა არ მოეხდინა და ეს "რუბინის" მატჩებში გამოჩნდა. თუმცა ისევ იმას დავუბრუნდები, რომ ჩვენთვის მთავარი საქართველოს ნაკრებია და ამ მხრივ, "კვარას" ყველაფერი წესრიგში ჰქონდა - თბილისში ესპანეთთან, სალონიკში საბერძნეთთან თუ ბათუმში შვედებთან ვერაფრით გააჩერეს...

ამ წერილის მთავარი მიზანი და სურვილიც სწორედ ისაა, განსაკუთრებით, ამ გარდამავალ, 2-12 ივნისის პერიოდში, ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებს ძველებურად ულიდეროს!

altსანიოლი კანკავას ალტერნატივის ძიებაში - ვინ გამოიცდება ამხანაგურებში?

altმხდალი ფიფა რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკეს

altინფორმაცია რუსეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებზე...

მკითხველის კომენტარები / 23 /
ხვიჩა არის დიდებულ ფორმაში ხვიჩამ ნახეთ როსტოვს რა გოლი გაუტანა ხვიჩა ჭირდება საქართველოს და მას მხარი დაუჭიროთ
მგელი
21:41 14-03-2022
2
არ ვარ კვარაცხელიას ავის მსურველი ღმერთია მოწამე, უბრალოდ ისეთი პატარა აღარაა, რომ ვერ ხვდებოდეს პირველ რიგში ადამიანობა და კაცობას! რუსეთიდან წამოსვლის შანსი აქვს და არ მოდის?! ნუ მოდის!!! ზოგადად როდესაც ჩაკვეტაძე დაშავდა მაშინ მივხვდი, რო ამ თაობას ისევ არ გამოუვიდოდა დიდი ფეხბურთის თამაში. ჩაკვეტაძეა ის კაცი და ის ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებს უნდა ულიდეროს და არა სუსტი ნებისყოფის მქონე ზედმეტად ცაში აყვანილი ხვიჩა კვარაცხელია!!! ვისაც ფეხბურთი ესმის, აუცილებლად დაინახავდა სხვაობას ამ ორ მოთამაშეს შორის. ტრავმამდე ჩაკვეტაძის ნახევარი უნარები არ აქვს კვარაცხელიას. გიო ჭკვიანად მოთამაშე ფეხბურთელია!!! ასეც და ისეც წარმატებები ორივეს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს!!!
გიგა
20:30 14-03-2022
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული