"გიორგიმ ძალიან კარგად დაიწყო, შემდეგ კი ადაპტაციის პერიოდი ჰქონდა... მამარდაშვილმა საკმაოდ რთული გზა გაიარა, თუმცა ახლა ის უფრო ძლიერია.
ვხედავ თუ არა მას "ვალენსიას" მთავარი მეკარედ?! - რა თქმა უნდა! ჩემი აზრით, ფეხბურთელები თავს უფრო მშვიდად მაშინ გრძნობენ, როდესაც კარში გიორგი დგას.
ყველა ვხედავთ, რომ მამარდაშვილი სულ უფრო და უფრო უკეთეს თამაშს აჩვენებს. ვფიქრობ, ესპანეთის თასის ფინალში ქართველი უნდა იდგეს, თუმცა ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია", - ამბობს სემპერე.