ქართველებიდან ახლა მხოლოდ კვარაცხელია უსწრებს - მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა

AutoSharing Option
გერმანულმა ვებგვერდმა transfermarkt.de-მ ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულებები განაახლა, სადაც გიორგი მამარდაშვილს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. 

საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კიპერი აქამდე 3 მილიონ ევროდ ფასობდა, ახლა კი მისი ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ის 2021 წლის 31 დეკემბერს "ღამურებმა" თბილისის "დინამოდან" 800 000 ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა და კონტრაქტი 2024 წლამდე გაუფორმა. 

ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველ ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია (16 მილიონი ევრო) ითვლება, მეორე პოზიციაზე კი 5 მილიონი ევროთი სწორედ მამარდაშვილმა გადაინაცვლა. 

მესამე ადგილს 3,7 მილიონი ევროთი საბა ლობჟანიძე იკავებს, დავით
ხოჭოლავასა და ოთო კიტეიშვილის ღირებულებამ კი 3 მილიონი ევრო შეადგინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული