სილესენი დაბრუნდა, მამარდაშვილი განაგრძობს? - ფინალი მოახლოვდა

AutoSharing Option
დღეს, 29 მარტს, გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების ღირსება ალბანეთთან ამხანაგურ დაპირისპირებაში უნდა დაიცვას. სანაკრებო პაუზის დროს ესპანური მედია ქართველ მეკარეზე წერს.

deportevalenciano:


"იასპერ სილესენი კვლავ "ვალენსიას" სასტარტო მეკარე უნდა იყოს? ნიდერლანდელი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და როგორც ჩანს, "კადისთან" მატჩისთვის მზად იქნება. ახლა აქ მდგომარეობა შეცვლილია და იასპერს ბევრი რამის გაანალიზება მოუწევს.

სავარაუდოა, რომ გიორგი მამარდაშვილი თამაშებს კვლავ განაგრძობს - ქართველი მეკარე კარგად მუშაობს, გუნდს გოლების გაშვებისგან იცავს, "მშრალი" მატჩებიც აქვს. როგორც 2019 წელს მოხდა - მან, ვინც ესპანეთის თასის ფინალს
ითამაშებს, მონაწილეობა წინა შეხვედრებშიც უნდა მიიღოს - "ბეტისთან" დაპირისპირებამდე კი 20 დღე და 4 დუელია.

სილესენის მაღალ კლასზე კამათს არავინ აპირებს, მაგრამ ამჯერად სეზონის მატარებელი მიდის და "ვალენსიამ" გზა უნდა განაგრძოს. თუკი ნიდერლანდელი ივნისში გუნდიდან წავა, ეს სიურპრიზი იქნება."

"კოპა დელ რეის" გადამწვეტ მატჩამდე "ღამურები", "კადისის" გარდა, "რაიოს", "ოსასუნასა" და "ვილიარეალს" შეხვდება.

altეს მხოლოდ მამარდაშვილმა შეძლო - ესპანური მედია გიორგის აქებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან არ მინდა,მაგრამ ბორდალასი,სავარაუდოდ,ფინალამდე რომელიმე მატჩში,სილესენსაც მისცემს შანსს და შეხედავს,რომელი უკეთეს ფორმაშია.მთავარი მაინც გიოს თამაში იქნება,მანამდე თამაშებში.თუ უშეცდომოდ ითამაშა მწვრთნელი მას ენდობა,მაგრამ თუ სადმე ცუდად შეცდა,შესაძლოა გამოცდილების სასარგებლოდ გადაწყვიტოს საკითხი.დღეს ხვიჩას გარეშე,სავარაუდოდ დიდი დაწოლა იქნება ჩვენს კარზე და გიოს დიდი დატვირთვა ექნება.ვუსურვოთ კარგი,უშეცდომო თამაში და მშრალი კარი,ნაკრებს კი გამარჯვება.ისიც საინტერესოა, ხვიჩას არ ყოფნაში, სხვა შემტევები რამდენად შესძლებენ თამაშის საკუთარ თავზე აღებას.ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
სოსო
14:10 29-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული