მიქაუტაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიტანა - "სერენმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა.

ბელგიის ჩემპიონატის 33-ე ტურში მიქაუტაძის "სერენი" სტუმრად "ოსტენდესთან" ფრეს დასჯერდა - 2:2.

სტუმრებს აშკარად არ გაუმართლათ - დებიუტში ჯალოუმ დააწინაურა, 39-ე წუთზე სისემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ანგარიში გათანაბრდა, 55-ე წუთზე მიქაუტაძემ თავისი გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო 90+3-ეზე გუიემ პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიქაუტაძემ 27 ნოემბრის შემდეგ ყველა ტურნირზე თამაშიდან პირველად გაიტანა და 17-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 27 შეხვედრაში 9 გოლია.

"სერენი" 28 ქულით ბოლოსწინა, მე-17
ადგილზეა და 10 აპრილს "გენკს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აქ გუნდშია პრობლემა და არაა ჟორჟში ზოგადად გუნდს ვერ გააქვს გოლები და უშვებს ბევრს თასის ჩათვლით 13 გოლი გაიტანა მე რასაც სერენი თამაშებს ვუყურებ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ამ გუნდის თამაში მარტო 2 ფეხბურთელი თამაშობს ამ გუნდში მაღალ დონეზე მიქაუტაძე და მაზიზი დანარჩენები ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები არიან მეცის დუბლების იქით არცერთს უთამაშია კი იუნიონი რომელიც პირველზეა ისიც მე 2 ლიგიდან გადმოვიდა მაგრამ იუნიონი გაძლიერდა დაიმატა ფეხბურთელები და ისე დაიწყო უმაღლესში თამაში და სერენი არ გაძლიერებულა დაეყრდო იმ ფეხბურთლებს მხოლოდ ვინც მე 2 ლიგაში ჰყავდა არავინ დაუმატებიათ და იგივე რესურსით ვერ გაქაჩეს უმაღლესი ამ გუნდში 13 გოლის გატანა ესეც ძალიან დიდი საქმეა იმედი მაქვს დარჩენილ მატჩებში კიდე გაიტანს და შემდეგ სეზონში უკეთეს გუნდში გადავა ჟორჟს აქვს პოტენციალი ნიჭი და ტალანტი რომ მაღალი კლასის ფეხბურთელი გახდეს შრომისმოყვარე ბიჭია და ყველაფერი გამოუვა.
ზაზა
05:40 03-04-2022
2

სიახლეები პოპულარული