ჩაკვეტაძეს "ჰამბურგში" დარჩენა უნდა

AutoSharing Option
Hamburger Abendblatt-ის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძეს "ჰამბურგში" დარჩენა სურს და გერმანული კლუბი ამ ვარიანტს განიხილავს.

"აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და დიდხანს დარჩენა მინდა. ვნახოთ, რა გველის ჩვენ მომავალში", - ციტირებს ჩაკვეტაძეს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ქართველმა თავი კარგად წარმოაჩინა.

ჩაკვეტაძე "გენტს" "ჰამბურგში" იჯარის წესით ზაფხულამდე ჰყავს გაშვებული და გერმანული მედიის მტკიცებით, მისი ბელგიურ კლუბთან 2023 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის გამოსყიდვა HSV-ს მილიონ ევროზე ნაკლები დაუჯდება.

ჩაკვეტაძემ გუშინ "პადერბორნთან" მატჩში გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი 1:2 დამარცხდა და ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი თითქმის
აღარ აქვს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სადაც გათამაშებენ და გენდობიან იქ ჯობია თამაში რათქმაუნდა მეც მინდა რომ დარჩეს ჰამბურგში გასაგებია მე 2 ბუნდესლიგა და ბელგიაზე დაბალი დონეა მარა ჯობია ცოტახანი ითამაშო ქვედა ლიგაში თავი გამოიჩინო და მერე გადახვალ უმაღლესშიც და უმაღლესის გუნდებიც დაიტერესდებიან თუ კაი დონეზე ათამაშდები.
გიორგი
05:43 03-04-2022
2
ვაა მე 2024 წლამდე მეგონა ჩაკვეს კონტრაქტი და თუ ამ წლის ბოლომდე აქვს ძალიოან კარგია! ზაფხულში თუ ვერ გამოისყიდის ჰამბურგი მაშინ უნდა მოითმინოს 6 თვე და მერე თავისუფალი იქნება ჩიტივით და სადაც უნდა იქ წავა !
zura222
06:22 03-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული