გაფრინდა და ნეგრედოს არ გაატანინა - მამარდაშვილის ზედიზედ მეექვსე მშრალი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრიმერას 30-ე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „კადისი“ ვერ დაამარცხა - 0:0.

ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.

მიუხედავად იასპერ სილესენის გამოჯანმრთელებისა, მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ნდობა კვლავ  მამარდაშვილს გამოუცხადა და ქართველმა ზედიზედ ექვს მატჩში კლუბსა და ნაკრებში არ გაუშვა გოლი.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ, მაგრამ მაქსი გომესის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი კონტრიერიშისას ნეგრედოს თავური მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია და თავისი გუნდი გადაარჩინა. მეორე ტაიმში „ვალენსია“ ბევრს და უმეტესად უხიფათოდ უტევდა და ფრეს
დასჯერდა.

„ვალენსია“ 41 ქულით მე-9 ადგილზეა და 11 აპრილს გასვლაზე „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 32 949 მაყურებელი
ვალენსია - კადისი 0:0
გაძევება: ხოსე მარი (90+5, კადისი)

მკითხველის კომენტარები / 14 /
მაგარი მეკარე გვეზრდება, კიდე მინიმუმა 10 წელი მეკარის პოზიციაზე მშვიდად უნდა ვიყოთ ლორას ღირსეული შემცველი ეყოლება უახლოეს მომავალში.
გიონატ
13:14 04-04-2022
0
საუკეთესო და უდიდესი პროფესიონალი,ამავე დროს ძალიან მაგარი ადამიანი პიროვნულად,წარმატებები მუდამ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული