მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე თასის მოპოვებასთან ახლოს, ჩემპიონატში გართულებული მიზნებით...

AutoSharing Option
შაბათს, 16 აპრილს, ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო 2 შეხვედრა გაიმართება - ესპანეთში - "ვალენსია", გერმანიაში კი "ჰამბურგი" ითამაშებს, რომელ გუნდებშიც გიორგი მამარდაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე გამოდიან.

ქართველი მეკარე მშვენიერ ფორმაშია და მთავარია, ასევე გააგრძელოს. მართალია, ხოსე ბორდალასის გუნდის მთავარი ფიქრები ახლა თასის ფინალისკენაა (23 აპრილს), მაგრამ მანამდე "ლა ლიგაში" 2 ტური უნდა ჩატარდეს. "ვალენსია" ჩემპიონატიდან მხოლოდ კონფერენს ლიგას თუ შესწვდება, "კოპა დელ რეის" გადამწყვეტ შეხვედრაში მათი მეტოქე "ბეტისი" კი ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძვის.

პირველ წრეში ვალენსიელებმა მეტოქე სტუმრად დიდი ანგარიშით (4:1)
დაამარცხეს და კარს მაშინაც მამარდაშვილი იცავდა, რომელსაც უკვე მე-8 წუთზე გაუტანეს, თუმცა შემდეგ "ღამურებმა" თამაში შემოატრიალეს.

"მესტალიაზე" "ოსასუნასთან" გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

თასზე უფრო მეტად გადართვა გიიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგსაც" მოუწევს, რადგან ბუნდესლიგაში გადასვლის შანსები შემცირებული აქვს. ჰამბურგელები "კარლსრუეს" (თბილისის დროით 22:30 სთ)  უმასპინძლებენ და ეცდებიან, მესამეადგილოსან "სტ. პაულთან" 7-ქულიანი ჩამორჩენა შეამცირონ. იმედია, ქართველ ნახევარმცველს ბევრი დრო მიეცემა.

რაც შეეხება გერმანიის თასის ნახევარფინალს, იქ "ჰამბურგი" "ფრაიბურგს" შეხვდება და ფინალში გასვლის საკმაოდ დიდი შანსი აქვს. ეს მატჩი 19 აპრილს გაიმართება. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, ის ტურნირის მთავარმა ფავორიტმა "ლაიპციგმა" და "უნიონმა" შეადგინეს.

altმამარდაშვილი საუკეთესოა - eldesmarque-ის შედარება

altდიდი აღიარება - ლა ლიგამ მამარდაშვილის სეივი საუკეთესოდ მიიჩნია [VIDEO]

altგამოისყიდიან თუ არა ჩაკვეტაძეს? - გერმანული მედია

altჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" დამარცხდა და ბუნდესლიგაში დაბრუნების შანსი თითქმის დაკარგა

მკითხველის კომენტარები / 1 /
მამარდას გასაოცარი ასპარეზობია რომ ყველას გვახარებს ორი აზრი არაა,მინდა სულით და გულით ეს ზღაპარი ამ სეზონში ზღაპრულად ჩაამთავროს.
თასის მოგება ძალიან მაგარი იქნება და ეს რეალურიც არის მაგრამ, ზღაპარის ახდენას უნდა ლა ლიგაში დარჩენილ თამაშებში კარგი ასპარეზობა, წინ ძლიერი გუნდები ელოდება და თუ წინა თამაშების მსგავსად ითამაშა მამარდა ესპანეთში ნომერ 1 გოლკიპერი იქნება და მსოფლიოში კი ხუთეულში შეიყვანებენ..
მამარდა არ გაჩერდე შენ საუკეთესო ხარ და ეს ეჭვგარეშეა!!
შავი კაცი
19:06 16-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული