მამარდაშვილის ბოლო მატჩი ფინალამდე და ევროპა ლიგის შანსი ჩაკვეტაძეს

AutoSharing Option
დღეს, 19 აპრილს, ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო 2 შეხვედრა გაიმართება - ესპანეთში გიორგი მამარდაშვილი, გერმანიაში კი გიორგი ჩაკვეტაძე ითამაშებს.

ქართველი მეკარე მშვენივრად გამოიყურება, თუმცა "მამარდას" "ვალენსიას" "ლა ლიგაში" სატურნირო მოტივაცია, ფაქტობრივად, აღარ აქვს და მთელი ყურადღება თასის ფინალისკენაა მიმართული. ხოსე ბორდალასის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტ "ვილიარეალს" ესტუმრება, რომელიც თავის მხრივ, ჩემპიონატში მნიშვნელოვან როტაციას მიმართავს.

"ღამურებს" დაცვის ლიდერი გაბრიელ პაულისტა დააკლდება, ხოლო მასპინძლებს ფორვარდი ხერარდ მორენო ვერ დაეხმარებათ.

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩი "დე ლა კერამიკაზე" თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ,
24 აპრილს, "კოლა დელ რეის" გადამწყვეტ მატჩში, "ვალენსია" "ბეტისს" დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ჩაკვეტაძის "ჰამბურგს" - გერმანიის თასის ფინალში მოსახვედრად "ფრაიბურგის" ბარიერის დაძლევა სჭირდება. ჰამბურგელებს ბუნდესლიგაში აღზევების საკითხი გართულებული აქვთ, თუმცა თასის მეშვეობით ევროპა ლიგაზე გასვლა შეუძლიათ. მეორე ნახევარფინალური წყვილი "ლაიპციგი" - "უნიონია". ასე რომ, გიორგის გუნდს გადაუჭრელი მიზნები არ აქვს.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და იმედია, ქართველ ნახევარმცველს დიდი დრო მიეცემა.

altსანიოლი ჩაკვეტაძის შეხვედრას დაესწრო [PHOTO]

altმამარდაშვილს "ვალენსიაში" ახალი კონკურენტი ეყოლება?

altჩაკვეტაძის 12+ წუთი და "ჰამბურგის" გამარჯვება

altმამარდაშვილის მე-15 მატჩი პრიმერაზე და "ვალენსიას" საშინაო მარცხი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
რას ნიშნავს, გადაუჭრელი მიზნები არ აქვს? არა მგონია, იმ ფეხბურთით, რასაც ჰამბურგი თამაშობს, ან ფრაიბურგს მოუგოს და ან ლაიპციგსა და ბერლინის "უნიონს". მით უმეტეს, რომ "უნიონს" საერთოდ არაფერი აქვს განაღდებული ბუნდესლიგაში.
გიორგიპირველი
10:49 19-04-2022
1
პაულისტას დაბრუნებამ,ვალენსიას დაცვა,ავად თუ კარგად,დაცვას დაამსგავსა.მის გარეშე,ის მშრალი სერია,ალბათ ვერ გამოცხვებოდა და მის გარეშე,ალბათ ისევ ის,ძველი ნახირი იქნება.დღეს გიორგი მენტალურად გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია,მაგრამ ვფიქრობ, მაინც ძალიან გაუჭირდება.რა თქმა უნდა კარგ თამაშს,კარის მშრალად შენახვას და გამარჯვებას ვუსურვებ.
სოსო
15:52 19-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული