"ჰამბურგი" თასიდან გამოვარდა - ჩაკვეტაძეს 5+ წუთი აკმარეს

AutoSharing Option
გერმანიის თასის ნახევარფინალში „ჰამბურგი“ სახლში „ფრაიბურგთან“ 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაივსო
„ფოლკსპარკშტადიონი“ პირთამდე, მაგრამ ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზე მყოფმა გუნდმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგო და გამარჯვებულის ვინაობა შესვენებამდე გაირკვა.

მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძე 85-ე წუთზე ანსი სუჰონენის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე. 88-ე წუთზე გლატცელმა "ფრაიბურგის" კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

HSV ჩემპიონატზე 48 ქულით მე-6 პოზიციაზეა, ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მესამეადგილოსან "სანტ პაულის" 5 ქულით ჩამორჩება, მორიგ შეხვედრას კი 23
აპრილს სტუმრად „რეგენსბურგთან“ გამართავს.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“. 57 000 მაყურებელი
ჰამბურგი - ფრაიბურგი 1:3
გოლები: 0:1 პეტერსენი (11), 0:2 ჰოფლერი (17), 0:3 გრიფო (34, პენ), 1:3 გლატცელი (88)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ზოგადად ჰამბურგი ვარსკლავებს ვერ წყვეტს ციდან.. უხარისხოდ თამადობს დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც...
რაც შეეხება ჩაკვეს არამგონია მარტო მე ვხედავდე ამ ყველაფერს,უფრო ფსიქოლოგიურად უჭირს ვიდრე ფიზიკურად აი ძალიან ერიდება ორთაბძოლებს თითქოსდა ტრავმა არ მივიღოო ეშინია და ეს არის მისი დაღმასვლის მიზეზი,ამიტო ვერ ღებულობს საკუთარ თავზე თამაშს..
მაგალითი ხვიჩასგან რომ ავოღოთ თუნდაც ის რომ ბევრი ჩვენთაგანი ტრამვას ხშირად უხსენებს მოერიდე ნაპოლში გადასვლამდეო მაგრამ ხვიჩა თავს არ ზოგავს და პირიქიდ.. ეს კარგი მაგალითია
თუ თამაშშს გაექცევი არაფერი არ მოვა მისით, გიო კარგად დაფიქრდი რა აზრი აქვს თამაშიდან გაქცევას სულ სინანულით გაგიხსენებთ ამით და ბოლოს დაავიწყდები ყველას!!
გადი მოედანზე და ყოველი თამაში ითამაშე როგორც უკანასკნელი და ბოლომდე იომე ,,ჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი,, მთელი ცხოვრება ომია და ია ვარდებით მოფენილი გზა მწვერვალისკენ არავის გაუვლია!!
მჯერა მალე დაგინახავთ თვალებ ანთებულს ჩვენ ამის გვჯერა მთავარია შენ დაიჯერო!!
შავი კაცი
16:35 20-04-2022
0
არ გიმართლებს გიორგი ჯერჯერობით!!...თუ ვინმე ფიქრობდა, რომ ჯადოსნური ჯოხი გქონდა ის ან სულელია ან თვითმოტყუებული!!!...მთავარია გული არ გაიტეხო!!!...
კობა
15:54 20-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული