შანსი ვერ გამოიყენა - ჩაკვეტაძეს "ჰამბურგი" არ დაიტოვებს

AutoSharing Option
ცნობილი გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ათამაშეს "ჰამბურგის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 23 აპრილს, მეორე ბუნდესლიგის 31-ე ტურში, სტუმრად "რეგენსბურგთან" მოგებულ (4:2) მატჩში.

90min-ი იტყობინება, რომ ჩაკვეტაძეს HSV-ს დატოვება მოუწევს.

გამოცემის ცნობით, იჯარით აყვანილმა ქართველმა თავიდან თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ვინაიდან როდესაც ფარიდე ალიდუმ რამდენიმე კვირა სახეირო ვერაფერი გააკეთა, ამით ვერ ისარგებლა. 

გიორგიმ ჩემპიონატზე ჩატარებული 10 მატჩიდან მხოლოდ 2 დაიწყო სასტარტოდან, 1 გოლი გაიტანა და 30 ივნისს მანუელ ვინცხმაიერთან, იან გიამერთან, ალიდუსთან და მიხაელ კაუფმანთან ერთად
"ჰამბურგს" დატოვებს.

ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ჯერ უცნობია, ისევ იჯარით გაუშვებენ თუ შანსს მისცემენ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
ბელგის უმაღლეს ლიგაში თამაშობს გიორგი მიქაუტაძე ამ სეზონში უფრო მეტი ითამაშა ძირითადში შეუცვლელად მიქაუტაძემ და უფრო მეტი გოლი გაიტანა ვიდრე ჩაკვეტაძემ მთელს თავის ბელგიურ კარიერაში ჟორჟი თავის გუნდში ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია და საფრანგეთში დაბადებული და გაზდილი ბიჭი ჩამოვიდა საქართველოს ნაკრებში როცა საერთოდ შეეძლო უარი ეთქვა და ფეხბურთელი რომელიც კარიერას უსერიოზულესად ეკიდება დღედაღამე ვარჯიშობს თავდაუზოგავად რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. მიქაუტაძესთან არც ქართველი ჟურნალისტი ჩასულა მთელი წლის მანძილზე და ერთი ინტერვიუც კი არ ჩამოურთმევიათ მისთვის ქართულ არხებზე ბელგის ჩემპიონატი აქვთ ნაყიდი ჩაკვეტაძის გამო და გენტის მატჩებს უშვებდნენ სადაც ჩაკვე საერთოდ განაცხადში არ იყოო და სერენის და მიქაუტაძის მატჩი ერთხელაც კი არ გაუშუქებიათ ტელევიზიაში ერთხელაც კი არ უჩვენებიათ. მერე ჰამბურგში რომ წავიდა ჩაკვეტაძე ჰამბურგის მთელი მატჩების ბადე იყიდეს და მე ვერ გავიგე ამ ხალხის მიდგომა ვინც თამაშობს ვინც ლიდერია გუნდში ვინც სერიოზულად ეკიდება თავის კარიერას ვინც იმსახურებს ჩვენგან ყურადღებას პატივისცემას და დაფასებას თავისი საქციელის გამო იმას ვაიგნორებთ მე ჩაკვეს ათამაშებაც გამიხარდება მაგრამ ასეთი დაუფასებლობა და უპატივცემოლობა იმ ფეხბურთელის რომელიც თამაშობს და ვინც არ თამაშობს იმის ცაში აყვანა უსამართლობა მგონია.
ზაზა
23:21 25-04-2022
2
სამწუხაროა! :-) ხომ არ აჯობებდა, რომ გიორგიც საქართველოში დაბრუნებულიყო იჯარით, ანუ იქ, სადაც აფასებენ, და აქედან ეჩვენებინა ევროპელებისათვის თავისი შესაძლებლობები, როგორც ამას აკეთებს, მაგალითად, ხვიჩა.
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული