კვიპროსის ჩემპიონატზე თორნიკე ოქრიაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა.
30-ე ტურში "აპოლონმა" საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა "აპოელი". ამ შეხვედრაში სტუმართა გუნდის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი 57-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 76-ე წუთზე საოცარი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან ტურნირზე 23 მატჩში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
"აპოლონში" სათადარიგო იყო რევაზ ინჯგია, ხოლო "აპოელში" ბუბა დაუშვილი, მისი თანაგუნდელი გიორგი ქვილითაია კი ტრავმირებულია.
"აპოლონმა" უშუალო კონკურენტის ძლევით ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა, "აპოელი" კი სავარაუდოდ, მეორე ადგილზე გავა.