მამარდაშვილის "ვალენსიას" ახალი მწვრთნელი ეყოლება?

AutoSharing Option
როგორც ესპანური გავლენიანი Marca წერს, შესაძლოა, სეზონის ბოლოს "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი თანამდებობიდან გაათავისუფლონ. გიორგი მამარდაშვილის კლუბის მომავალ დამრიგებლად "გრანადას" ექსთავკაცს, 41 წლის დიეგო მარტინესს ასახელებენ.

ბორდალასის მიმართ უკმაყოფილება გასაგებია, "ღამურებს" "ლა ლიგაში" ცუდი სეზონი აქვს, თუმცა ესპანეთის თასის ფინალში გააღწიეს. სამწუხარო ის იქნება, რომ მწვრთნელს გიორგი მამარდაშვილის მიმართ ნდობა გააჩნია და ქართველს ახალ თავკაცთან ურთიერთობა მოუწევს.

სხვათა შორის, მარტინესი იმ "გრანადას" წვრთნიდა, ევროპა ლიგიდან მამარდაშვილი და მისი თბილისის "ლოკომოტივი" რომ გამოთიშა.

altლორია თუ მამარდაშვილი? - თემა, რომელზეც ბევრს

ისაუბრებენ

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა უნდა გააგდონ ძლივს გუნდი დალაგდა წინა წელს ძლივს გავარდნას გადარჩნენ, წელს ცხრილის შუაში არიან და თასის ფინალი ითამაშეს მეტი რა უნდათ.
random
14:56 12-05-2022
1
გიო უკვე იმ დონეზე თამაშობს,რომ მხოლოდ საკუთარი თავის მტერი ამოაგდებს მას,შემადგენლობიდან,ხოლო თუ გაუშვებენ,უკეთესი გუნდები, აუცილებლად შეეცდებიან მის წაყვანას.ვალენსია,საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს და გიორგი რომ არა,კიდევ უფრო დაბლა იქნებოდა,ცხრილში.არ ვიცი,მანამდე როგორ თამაშობდა ვალენსია.სილესენიც დიდებული მეკარეა,როცა ჯანმრთელადაა და პრობლემა ეტყობა, მაშინაც მინდვრის მოთამაშეებში იყო.როცა პაულისტა არ ჰყავთ,დაცვა ძალიან სუსტია,არც პასის გამკეთებელი ჰყავთ და მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ კვალიფიციური თავდასხმელები ჰყავთ,შეტევაც დასალაგებელია.რამდენადაც ვიცი,ბორდალასი არც სხვა გუნდებში გამოირჩეოდა შემტევი თამაშის სიყვარულით,ვერც დაცვა დაალაგა ბოლომდე,ასე რომ არ გამიკვირდება,მართლაც გაუშვან,თუმცა არა მგონია.ფინალში გასვლა დაეხმარება.ერთ წელს კიდევ მისცემენ.თუ სილესენი გაუშვეს,მისი სახსრებით,ვინმე ნორმალურს იყიდიან და მგონი ფინასური მდგომარეობაც აღარ უნდა ჰქონდეთ, ძველებურად ცუდი.
სოსო
18:07 12-05-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული