გაფრინდა - მამარდაშვილის "კლაუსულა" 100 მილიონი იქნება!

AutoSharing Option
Eldesmarque Sports COPE Valencia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იტყობინება, რომ "ვალენსია" მეკარე გიორგი მამარდაშვილს ხელშეკრულებას 2027 წლამდე გაუგრძელებს, "კლაუსულას" კი 20 მილიონი ევროდან 100 მილიონამდე გაუზრდის.

გამოცემა წერს, რომ მამარდაშვილი გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი გახდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ახლა კლუბს დაუმუშავებელი ბრილიანტი ჰყავს, ამიტომ გადაწყვიტეს თანამშრომლობის გაგრძელება და კონტრაქტის გამოსასყიდი ფასის გაზრდა.

Eldesmarque-ის მტკიცებით, ქართველის სამსახურით რამდენიმე დიდი კლუბი დაინტერესდა, "ვალენსიასთან" ხელშეკრულება 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და "ღამურებს" მისი ცალმრივად ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
საქართველოს ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, "ვალენსია"ს მსგავს სუსტ ( ამ ეტაპზე) გუნდში თამაში უკეთესია კლასის ასამაღლებლად (ჩემი სუბიექტური აზრით).....
გელა67
30 მაისი 2022 16:08
0
კარგი ხელფასი გამოუვა იმედია უფრო მოუმატებს და რეალსი ან ბარსელონაში მიწვევენ წარმატებების მეტი რა უნდა უსურვოთ ღმერთმა ამრავლოს ქართველი ფეხბურთელები ევროპის ლიგაში
ამირან
25 მაისი 2022 13:38
0
100 მილიონი ყურს და თვალს სიამოვნებს,მაგრამ რეალუად იგივეა,რასაც რუბინის პატრონონი საიმანოვის საქციელი,ხვიჩას მიმართ.გიო უკვე ორბიტაზეა გასული და ეს თანხა,რეალურად მისი საბელია,ტოპ გუნდებში არგასაშვებად.თვითონ რომც მოინდომოს,ვერსად წავა.მადაც დიდებული ჰქონიათ,დინამოსათვის 1 მილიონის გადახდა არ ემეტებოდათ და ნახევარ წელში,100 მილიონზე ააგდეს ფასი.მწარე,მაგრამ კარგი გაკვეთილი მიიღო დინამომ და ზოგადად ქართულმა ფეხბურთმაც.რაკი ასეა,გამოსასყიდის შესაბამისი ხელფასიც უნდა დაუწესონ გიორგის,მაგრამ ვფიქრობ,გაცილებით ნაკლებს მისცემენ.ვალენსიაში ისევ დაძაბულობა და არეულობაა,საუკეთესო ფეხბურთელები მიდიან და ისე ჩანს,კიდევ კაი ხანი,ვალენსია კრიზისს თავს ვერ დააღწევს.შესაბამისად ვერც ხელშესახებ წარმატებებს მოიპოვებს და გიოც ხაფანგში აღმოჩნდება, ორი ფეხით გაბმული.გადახედოს გიორგიმ,რამდენი აქვთ ხელფასი ისეთ ფეხბურთელებს,ვისი გამოსასყიდიც,100 მილიონია და მასაც შესაბამისად გადაუხადონ.სამართლიანი იქნება.
სოსო
25 მაისი 2022 11:53
2
ვალენსიაში, პირველ ნომრად თამაში ურჩევნია, სათანადო ანაზღაურებით, მაგასაც და ჩვენც, ვიდრე სხვაგან სკამზე ჯდომა.
11
25 მაისი 2022 14:52
0
ხომ ვამბობდი, მის ფასს უკვე სამი ათასი მოუმატეს. მალე პატალოკს დაკრამს და ჩვენც დავკრამთ ფეხს.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
25 მაისი 2022 11:40
2
დაუმუშავებელ ბრილიანტს ალმასი ჰქვია. უფრო სწორად, ბრილიანტია დამუშავებული ალმასი.
გუჯა
25 მაისი 2022 07:25
0
რა ასი მილიონი ტოო? ამას წინათ არხეოლოგებმა უძველესი ჯიშის მარტორქას რქა ამოთხარეს ტანზანიაში და ესე თქვეს, ამ რქის საწყისი ფასი 250 მილიონი დოლარიაო. ეს მარტო რქაში, ტანის გარეშე და ჩვენი რვაფეხა 100 მილიონი ტოო? მაგ ფასად ყურს ყიდულობენ თუ ცერა თითს?
არავითარ შემთხვევაში, ჰასკაცუნემ ელი; 500 ტიშჩს კაპიკი არ დააკლდება, ძალაზე ხართ ქვევრი გავტეხოთ? არა მეთქი არა! ვაიიი...
შენ მაგრად იდექ გიო, გაბოტილი დადექ გიო! ამ წუწურაქებთან მე მიმიშვი, მიმიშვი და დანარჩენი მე ვიცი, ამათ როგორ უნდა მასწავლონ თუ როგორ უნდა გავატყავო გოიმი ელი...
ჰასკაცუნემ, ცავვატანემ, ლავ კაცა, ას კაცა, ესაო ისაო, ლაწ ლაწ და მიაჩ ვ სეტკე ელი! ჰმ, 100 ლიმონიო? რა იაფად ლაპარაკობთ, თიტქოს მაგის გაზრდაში წელები გაქვთ დაგრეხილი.. ჰმ, ბალტაიუტ ბალტუნი რაა.....
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
25 მაისი 2022 02:07
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული