"კიევის "დინამოს" ისევ აქვს წიტაიშვილის იმედი" - sport.ua

AutoSharing Option
sport.ua-მ კიევის „დინამოს“ ნახევარმცველ ვიკტორ ციგანკოვზე წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დროა კარიერა ევროპულ გუნდში გააგრძელოს, მის უფასოდ შესაძლო შემცვლელად კი სამი ფეხბურთელი დაასახელა - გიორგი წიტაიშვილი, ალეკსანდრ ნაზარენკო და ნაზარ ვოლოშინი.

გიორგი წიტაიშვილი

"დინამოში" მისვლის შემდეგ მირჩა ლუჩესკუ ამბობდა, რომ საჭირო იყო სისტემის შექმნა, როდესაც ლიდერების პოზიციებზე ცვლილებებს მოამზადებდნენ.  როცა ციგანკოვი ან ვინმე ლიდერი წავა, მისი ადგილი მზა მოთამაშემ უნდა დაიკავოს.

კიევში მუშაობის პირველივე დღიდან ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე გიორგი წიტაიშვილს ათამაშებდა (იმ დროს ციგანკოვი ტრავმირებული იყო). გამოცდილ რუმინელ მწვრთნელს
მოთმინება დიდხანს არ ეყო. "ოლიმპიკთან" პირველ მატჩში გიამ საკუთარ კარში გოლი "მიიტანა" - როცა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა. მას შემდეგ პირველ გუნდში ქართველის პერსპექტივები არადამაჯერებლად მოჩანდა. მეტად განსაკუთრებული შანსი არ მიუღია.

Sportall.Ge

მას შემდეგ მთელი ორი წელი გავიდა. წიტაიშვილმა იჯარის წესით თამაში "ვორსკლაში", "ჩერნომორეცსა" და "ვისლაში" მოასწრო, გამოცდილება მიიღო, ზრდასრული ფეხბურთის გემო გასინჯა. მისი სისწრაფე, ოსტატობა არსად არ წასულა. ღირს იმის ნახვა, როგორ იმუშავებს "დინამოს" სისტემაში და როგორ შეასრულებს ლუჩესკუს მოთხოვნებს. "დინამო" გიოზე დღემდე ამყარებს იმედებს. იყო ინფორმაცია ქართველის მიმართ ინტერესზე "ფერენცვაროშიდან" და MLS-ის კლუბებიდან. სახელდებოდა თანხა 3 მილიონი ევროს ფარგლებში, მაგრამ "დინამო" გაყიდვას არ ჩქარობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ აქვთ იმედი და ესმით, რომ შეიძლება გამოადგეთ".

გიორგის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამჟამად კი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ტრენერს გიოს ხსენებაზე სულ ცრემლი ადგას თვალზე, ამ ბიჭს ნუ დაღუპავთ კაზინოში მაინც ათამაშეთო...
კ ო მ ბ ლ ე
10:50 01-06-2022
4
ამათმა კიდე რა გაუხურეს საქმე, როცა საჭირო იყო მაშინ არ ათამაშებდნენ და გაუშვით რა თქვე კაიხალხო, იპოვის თავის გზას
გიონატ
10:02 01-06-2022
0

სიახლეები პოპულარული