ადრევე იყო ცნობილი, რომ "ჰამბურგი" იჯარით აყვანილი გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტს არ გამოისყიდდა, დღეს კი კლუბის საიტით ოფიციალურად დაემშვიდობა.
"ჰამბურგმა" ქართველს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ჩაკვეტაძემ გერმანულ გუნდში 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჩაკვეტაძე "გენტში" დაბრუნდება, თუმცა უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.