საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" შეკრება დატოვა.
მოთამაშე პოლონეთში გაემგზავრა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და პირველობის მოქმედ ჩემპიონ "ლეხთან" 1-წლიან საიჯარო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჟურნალისტი ტომაშ ვოლოდარჩიკი ავრცელებს.
21 წლის მოთამაშემ გასული სეზონი იჯარით პოლონურ "ვისლაში" გაატარა. გიორგიმ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა.