წიტაიშვილის ახალი გუნდი ცნობილია - მოთამაშემ კიევის "დინამოს" შეკრება დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" შეკრება დატოვა.

მოთამაშე პოლონეთში გაემგზავრა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და პირველობის მოქმედ ჩემპიონ "ლეხთან" 1-წლიან საიჯარო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჟურნალისტი ტომაშ ვოლოდარჩიკი ავრცელებს.

21 წლის მოთამაშემ გასული სეზონი იჯარით პოლონურ "ვისლაში" გაატარა. გიორგიმ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა.



მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინ დარჩა მოგებული, წიტაიშვილი თუ ჯიქია? ეს ბიჭი ისეთი მონდომებულია და პროფესიონალია, რომ აუცილებლად ავა მაღალ დონეზე და დიდი ხნით გამოადგება საქართველოს ნაკრებს.
2
მისი ჟილკიდან და მონდომებიდან გამომდინარე რასაც მოედანზე დებს რატომღაც მგონია,რომ წლების შემდეგ ნაკრების კაპიტანი გახდება წიტა! აქვს ლიდერის თვისებები ამ ბიჭს და გამარჯვებულის მენტალიტეტი.
Მეზღვაური
18:32 30-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული