"დიდი ამბიციები მაქვს" - წიტაიშვილი "ლეხის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
როგორც დაანონსებული იყო, საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი პოლონეთის ჩემპიონ "ლეხის" ფეხბურთელი გახდა.

წიტაიშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და პოზნანურ კლუბთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

გიოსი "ლეხის" სპორტულ დირექტორ ტომაშ რჟისას ეიმედება: "ის ჩვენს გუნდს ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაეცნო, თავი კარგად წარმოაჩინა. მისთვის დამახასიათებელია უზარმაზარი დინამიკა, გამარჯვებისადმი ლტოლვა და კარგი დარტყმა მარცხენა ფეხით. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ძალიან გამოცდილია, საქართველოს ნაკრებში ასპარეზობს. ჩვენს გუნდში მის კარგ მატჩებს ველით".

კლუბის საიტთან პირველი კომენტარი გიორგიმ გააკეთა: "ნახევარმცველი ვარ, მაგრამ ეროვნულ გუნდში დაცვის
მარცხენა ფლანგზე თამაში მიწევს. რაც შეეხება ჩემი თამაშის სტილს, საკუთარ თავზე ძალიან ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, ვინაიდან გულშემატკივრები მოედანზე მნახავენ. ჩემთვის მთავარი გუნდის გამარჯვებებია და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ.

მე დიდი ამბიციები მაქვს. ჩემთვის "ლეხი" ტოპ-კლუბია. ახლა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს და გუნდის დახმარება მსურს. ასევე მინდა პოლონეთის ჩემპიონატის მოგება, რათა ჩემს ჯილდოებს კიდევ ერთი ტიტული დავამატო".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ფედერაციას მადლობა ამ ბიჭზე მაგრად რომ იმუშავეს და ჩვენთან არი ასეთი გულიანი და ჟილკიანი გიო რომ არ დავკარგეთ
Soso
18:07 02-07-2022
0
გულიანი ბიჭია! ყოველთვის ბოლომდე იხარჯება! წარმატებები გიოს!
ირაკლი
21:22 01-07-2022
0

სიახლეები პოპულარული