"წიტაიშვილი ძალიან კარგი მოთამაშეა, აქ სწორედ ამიტომ გვყავს..." - "ლეხის" თავკაცი

AutoSharing Option
პოლონური "ლეხი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ემზადება. კლუბში 2 ქართველი - გიორგი წიტაიშვილი და ნიკა კვეკვესკირი - ირიცხება.

გუნდის თავკაცმა ჯონ ვან დენ ბრომმა მეტოქესა და მოთამაშეთა კონდიციაზე ისაუბრა, მათ შორის, გიორგი წიტაიშვილზეც.

"ყარაბაღის" წინააღმდეგ რთული მატჩი გველის. ისინი საკუთარი ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან. ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. მომწონს შემტევი ფეხბურთი, მაგრამ თუ ზედმეტად წინ წავალთ, მეტოქე კონტრშეტევაზე აუცილებლად დაგვსჯის. ბალანსი უნდა დავიცვათ. ალფონსო სოუსა და გიორგი წიტაიშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, აქ სწორედ ამიტომ გვყავს. სამშაბათის მატჩში
ორივეს გამოყენებას ვგეგმავთ".

შეგახსენებთ, "ლეხისა" და "ყარაბაღის" შეხვედრა დღეს, 5 ივლისს, 22:00 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
Romel arxze sheizleba naxva
Iberia
22:19 05-07-2022
0
აზერბაიჯანელთა ასე მოხსენიება არა მგონია სწორი იყოს, ყველაფერში ჩვენს გვერდით არიან და ძალიან კარგი ხალხია, წიტაიშვილს რაც შეეხება, თუ ტემპს არ დააგდებს, უდიდეს სიმაღლეზე ასვლა შეუძლია. პოლონეთის ჩემპიონია გუნდი, რაც სულაც არაა სახუმარო საქმე.
ბადრი
16:31 05-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული