"თავ-ყბას წაიმტვრევთ, დაანებეთ ამ ბიჭებს თავი..." - დიმა ობოლაძემ ხვიჩას თანადგომა გამოუცხადა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "ჩვენ ოჯახის" პირდაპირ პირდაპირ ცნობილი ტელეწამყვანი და სპორტული კომენტატორი, დიმა ობოლაძე ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ატეხილ ამბავს გამოეხმაურა:

"ქართველი სპორტსმენი წარმატებას რომ აღწევს, იქ ტალახაძე იყო ახლა ეს, გიენები რომ გამოხტებიან... ერთი რაღაც მინდა მოკლედ გითხრათ, სახელებს არ დავასახელებ, მითუმეტეს რამდენიმე მათგანთან ნამუშევარი ვარ, ვინც გამოვარდა და ხვიჩა კვარაცხელიას ეცა, ეტაკა, თან ისე, რომ მოსმენილიც არ გაქვს შეოჯახაშენებულო. დამიჯერეთ, თავ-პირს წაიმტვრევთ ამ თემებზე საუბრით, დამიჯერეთ.

იტალიის ნაკრებზე გამოვარდნენ და დაჭერილია ის, რა დროს ესაა და რატომ გიხარიათ, ცოტას
ხო არ აპიპინებთ? მართლა სერიოზულად გეუბნებით, მეტ არაფერს ვიტყვი, არც სახელებს ვიტყვი და არც გვარებს, არ მაინტერესებს სხვა არაფერი, ქართველ სპორტსმენებს, რომლებსაც მილიონჯერ მეტი აქვთ გაკეთებული და კიდევ გააკეთებენ, თავი დაანებეთ, პირდაპირ გეუბნებით, წაიმტრევთ თავ-ყბას, იმიტომ რომ ეს თქვენთვის წამგებიანი თემაა. როდესაც რაღაცას დადებ და მერე წაშლი, იმის თავიც უნდა გქონდეს, რომ დატოვო და შენს პირველ ჩვენებას მიაწვე. მეტი არაფრის თქმა არ მინდა, ამათთვის პასუხის გაცემებით საზრდოობენ შემდეგ და მიდის ერთი ამბები.

ბიჭი გამოვიდა, თქვა წამოვედი რუსეთიდან საქართველოში, რაუნდა გაეკეთებინა, წამომხტარიყო და თქვენ რასაც იძახით ისინი ეძახა? თქვენზე ნაკლები პატრიოტი ნახეთ ეს ბიჭი თუ რა? ჩავიდა "ნაპოლიში", მარადონა იყო იმ გუნდში და "კვარადონას" ეძახიან, 2 გოლი გაიტანა, პასი მისცა, მხარი დაუჭირეთ თუ შეგიძლიათ, თუ არადა ჩუმად იყავით, ელემენტარული რაღაცაა, ამაზე ლაპარაკი არც ღირს, ბიჭი სულ იცინის, რაღაც სხვა სამყაროში მოხვდა, თქვენ საერთოდ რომ არ იცინით, დაჭიმული ზამბარებივით რომ დახტიხართ და დილიდან ვის რა ავნოთ იმაზე ფიქრობთ...

ვერ ვხვდები სპორტსმენებს ერჩიან, ტალახაძეს ერჩიან, საქართველოს ნაკრებს ერჩიან, თქვენს სურათს გულზე არასდროს არ დაიხატავს, კვარაცხელიას ერჩიან, დაანებეთ სპორტსმენებს თავი, ყველაფერს თავი დაანებეთ თქვენზე ჯანზე არიან და კურდღლებივით არ იმალებიან, წარმატებას რომ მიაღწევენ გამოვარდებიან და ბოდიალობენ რაღაცეებს, გაკვირვებული ვარ, წლები ვმუშაობდი ამ ხალხთან, მიხედეთ თქვენს სფეროებს და იქ იტრიალეთ თუ რამე გამოგივათ, შეეშვით ამათ" - განაცხადა დიმამ.

alt"ნაპოლიში" კი არა "რეალში" რომ ითამაშო მკიდია უკვე..." - სანაია ხვიჩაზე სტატუსს ავრცელებს

alt"ახლა კვარაცხელიასგან გამოძერწეთ მტერი! ისე ხომ გვაკლია..." - მერაბ მეტრეველი ხვიჩას მხარდაჭერას უცხადებს

alt"რახან მაინც და მაინც პუტინ ხ*ილო რომ არ თქვა და სლავა უკრაინე, უკვე ცუდი ბიჭია?..." - უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე კვარაცხელიას მხარდამჭერ სტატუსს აქვეყნებს

alt"მძიმე ამბავია და გაფრთხილებთ, ეს პოსტი არ მოგეწონებათ…" - გიგა მაქარაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატუსს ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 31 /
გამოხტება ეხლა ყველა ვაზელინი საქმის გასარჩევად
fan1
19:02 17-07-2022
2
ეს და ოქიტაშვილი ძმები არიან?
ირაკლი პაპა
13:45 17-07-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული