მამარდაშვილმა ესპანურ პრესასთან პრემიერ ლიგის გუნდებიდან ინტერესზე, თავის მომავალსა და მიზნებზე ისაუბრა

AutoSharing Option
plazadeportiva-სთან საუბარში საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას იტყოდა იმის შესახებ, რომ მისით ისეთი გუნდები არიან დაინტერესებულნი, როგორებიც "ტოტენჰემი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან.

"მესმის ამის შესახებ საუბარი, მაგრამ პირველ ადგილზე "ვალენსიას" ვაყენებ. ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ბედნიერი ვიყო, ეს ქალაქი და გუნდი კი ძალიან მიყვარს.

კლუბთან 2+1 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ვფიქრობ, ახალ შრომით ხელშეკრულებასაც მალე გავაფორმებ. რა არის ჩემი მიზანი? - "ვალენსიასთან" ერთად ტიტულის მოგება... თასი ან... იქნებ
ლა ლიგაც? რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი", - ამბობს მამარდაშვილი.

alteldesmarque: მამარდაშვილის გამო სილესენი უკვე "ვალენსიას" პრობლემაა

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი გიო! არაფერია შეუძლებელი
Hamleth
12:31 23-07-2022
0
ჩვენი რვაფეხა, მიდი გიო, მხეცი ხარ, შრომა, შრომა და შრომა, წინ ვერაფერი დაგიდგება.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული