"შტუტგარტმა" მამარდაშვილს 5 გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ვალენსიამ“ წინასასეზონო მზადებისას მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და „დორტმუნდისა“ (3:1) და „სენტ გალენის“ (2:0) ძლევის შემდეგ, სტუმრად „შტუტგარტთან“ 2:5 დამარცხა.

მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გიორგი მამარდაშვილი შეუცვლელად ათამაშა და ქართველმა 44-ე წუთზე შეცდომა დაუშვა, როდესაც კარიდან წინ გავიდა, არაზუსტი გადაცემა გააკეთა და 20 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ტიაგო ტომასმა გოლი შორიდან გაუტანა.

შემდეგ სპარინგს „ვალენსია“ 30 ივლისს გასვლაზე „ნოტინგემ ფორესტთან“ გამართავს.

შტუტგარტი. „მერსედეს ბენც-არენა“
შტუტგარტი - ვალენსია 5:2
გოლები: 1:0 ტიაგო ტომასი (16), მარკოს ანდრე (30), 2:1 ტიაგო ტომასი (44), 3:1 სილასი
(46), 3:2 მარკოს ანდრე (55), 4:2 პერეა (58), 5:2 ჩურლინოვი (90)

მკითხველის კომენტარები / 13 /
1 გოლი იყო გიორგის ბრალი დანარჩენი დაცვის ბრალია ყველა. საჯარიმოში რო მიიღო და დაამუშვა სადაა დაცვა ამ დროს? რაღაცის ძიებაშია გატუზო და რა გამოვა ვნახოთ. გიორგის წარმატებები
ქომაგი
11:44 25-07-2022
0
საერთოდ იკვეთება, რომ ქართულ ფეხბურთში აღარა ე.წ. "გადამრჩენი მეკარეები", რომლებიც დაცვის "ჩავარდნის" შემდეგ ანეიტრალებდნენ დარტყმებს, ან იგერიებდნენ დანიშნულ პენალტებს - როგორებიც იყვნენ სერგო კოტრიკაძე, რამაზ ურუშაძე, ანზორ კავაზაშვილი, სტეფანია, გოგია, ოთარ გაბელია. ახლა ყველა კორპუსზე მიღებულ ბურთებსაც "სეივებს" ეძახიან ჟურნალისტები. ასე ვერ აფრინდება ქართული ფეხბურთი.
პლეხანოვზე გაზრდილი
20:48 24-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული