"სლოვანი" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „ფერენცვაროშთან“ 1:4 დამარცხდა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.

გასვლაზე 2:1 მოგების შემდეგ ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს სამივე ქართველი - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა (მხოლოდ კანკავა შეცვალა 90+2-ე წუთზე). სტუმრებმა პირველ ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს, შესვენების შემდეგ დე მარკომ ანგარიში შეამცირა და ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ ბოლოს ბუდაპეშტურმა გუნდმა კიდევ ორჯერ დალაშქრა მასპინძელთა კარი და მესამე რაუნდში გავიდა.

„სლოვანი“ ევროპა ლიგაზე
გააგრძელებს ასპარეზობას, სადაც პირეოსის „ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება, რომელიც ჰაიფის "მაკაბისთან" დამარცხდა (0:4, 1:1). პირველი შეხვედრა მეტოქის მოედანზე გაიმართება.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 21 500 მაყურებელი
სლოვანი - ფერენცვაროში 1:4
გოლები: 0:1 ბოლი (20), 0:2 ზახარიასენი (31), 1:2 დე მარკო (70), 1:3 ტრორე (89), 1:4 ლაიდუნი (90+5)

მკითხველის კომენტარები / 13 /
მაინტერესებს სად შეძვრნენ ის ვაი გულშემატკივრები პირველი მატჩის შემდეგ რომ ბღაოდნენ და ჩერჩესოვს დასცინოდნენ? ჩაუტარა ვაისს მასტერკლასი? გადაახიეს ბურთი თავზე. თქვენი ძალათ პატრიოტი .....კლავიატურასთან გაქვთ დიდი გული.სლოვანი არის უსუსტესი გუნდი.ბათუმთან ზღაპარში გავიდა. რუსეთი ოკუპანტია.დიდება საქართველოს.
zaza
02:39 28-07-2022
15
გიორგი ჩვეულ ფორმას მალე დაიბრუნებს.
ქ. გ.
04:49 28-07-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული