"ჯერჯერობით არაფრის შეცვლა არ მსურს..." - მარადიშვილი საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
კონსტანტინე მარადიშვილმა, რომელიც ამ დროისთვის მოსკოვის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავს, ადგილობრივ გამოცემა Sport-express-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. 22 წლის ფეხბურთელმა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, სანაკრებო თემაზეც ისაუბრა.

ჟურნალისტმა მარადიშვილს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა საქართველოს ნაკრებში თამაშზე იმის გამო, რომ მამა ქართველი ჰყავს.

"ამჟამად რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ვარ და ჯერჯერობით არაფრის შეცვლა არ მსურს. უკვე მქონდა მიწვევები ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში და ვაგრძელებ მუშაობას იმავე სულისკვეთებით".

შეგახსენებთ, მარადიშვილი მოსკოვის "ლოკომოტივს" 2021 წელს ცსკა-დან შეუერთდა, რამდენიმე დღის წინ კი ულამაზესი გოლი შემოგვთავაზა.

-31Jul/03/befunky-collage30.png" border="0" alt="alt" title=""ჯერჯერობით არაფრის შეცვლა მსურს..." - მარადიშვილი საქართველოს ნაკრებზე" style="height: 50px; width: 50px;" />მარადიშვილის შედევრი - 83-ე წუთზე შემოვიდა და ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 25 /
ამას ან საკუთარ თავზე აქვს ზედმეტად მაღალი წარმოდგენა, ან საქართველოს ნაკრებზე აქვს ზედმეტად დაბალი წარმოდგენა. ვის სჭირდება, ან ვინ იწვევს?! ამაზე უკეთესებით სავსეა საქართველოს ჩემპიონატი.
აკაკი ხოშტარია
29 ივლისი 2022 11:35
1
ეს ინტერვიუ რუსულ გამოცემას მისცა და თუ არ იძახა საქართველოს ნაკრებზე ვოცნებობო, არაფერს ნიშნავს. ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ. თუ არ უნდა, ითამაშოს შემდეგ არარსებულ ნაკრებში.
11
29 ივლისი 2022 11:06
2
როგორ უნდა ფიქრობდე რუსეთის ნაკრებზე როცა რამოდენიმე წელი ვერსად ითამაშებს , მეორეც სულ არ გვჭირდება მაგაზე უკეთესი თაობა მოდის აქეთ უნდა იხვეწებოდნენ ის ქართველები ვინც უცხოეთში დაუბადნენ და გაიზარდნენ მშობლებმ აუნდა ასწავლონ სამშობლოს სიყვარული რომ გაიაზრონ ბავშობიდანვე ამდენი წლის არის და საქართველო საერთოდ არ აინტერესებს ნაკრებში უნდა თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები ვისაც უყვარს სამშობლო და არა ისეთები რომლებიც ტტამპილისთვის იყენებენ მხოლოდ
ემიგრანტი
28 ივლისი 2022 23:58
0
მარადიშვილი არამგონია ჩამოვიდეს საქართველოს ნაკრებში მაგრამ აი საზანოვის ჩამოყვანა ნამდვილად შეგვიძლიაა საბა საზანოვის დედა ქართველია კარგად საუბრობს ქართულად ნამყოფიც არის არაერთხელ საქართველოში და ვფიქრობ საზანოვი არ არის დასაკარგი ფეხბურთელი პირიქით.
გოჩა
28 ივლისი 2022 20:25
3
ამ ბიჭმაც იცის რომ საქართველოს ნაკრებში უფრო მეტი შანსი აქვს ძირითადში თავის დამკვიდრების და ამ სანქციების შემდეგ რუსეთს როდის მოუწევს სადმე თამაში ეგეც არავინ იცის ასე რომ ამ ბიჭს არ უთქვასმ უარი უბრალოდ ამბობს რომ ამ ეტაპზე არ ფიქრობს მაგაზე და სწორია ეს მიდგომა მახსოვს წიტეიშვილიც დახლოებით იგივეს ამბობდა მაგრამ დღეს ნაკრებშია.
ზაური
28 ივლისი 2022 20:23
0
მოკლედ რუსეთი მინიმუმ შემდეგ მსოფლიოს შესარჩევსაც რომ გამოტოვებს, მე მგონი ამაში ორი აზრი არ არსებობს.დრო კი გარბის.ამიტომ, დიდი დიდი კოჟანი მიაჩის მფლობელი თუ გახდები.აბა ჩემპიონობა ზენიტს გარანტირებული აქვს კაი ხნით.(არადა დახატავდა ჩვენს გუნდს ეგ მოთამაშე.)
კახა ქ.
28 ივლისი 2022 20:07
0
ღირსეული საქციელია, ახლა წამოსვლა გაქცევას ნიშნავს. მსგავსი საქციელით იგი არც ქართველს ეყვარება და რუსებიც შეიძულებენ
სიმართლე
28 ივლისი 2022 19:08
2
ვაჩიბერიძე და გოგია რომ იყო გერმანიაში? გერმანიის ნაკრებს უმიზნებდა და თან ტიპმა ბუნდესლიგაც კი ვერ ითამაშა. მოკლედ ამბიცია დიდი აქვთ. ისე რუსეთის ნაკრები რომ დაუშვან და სადმე შეგვხვდეს არამგონია რამეში გვაჯობოს. მოკლედ თვითონ იცის თავის საქმე.
გიო-s
28 ივლისი 2022 18:48
0
დავიწყოთ იქიდან რომ ქართველი არაა მარიდაშვილი სუფთა სისხლის ოსია... კი მაგ პოზიციაზე ძალიან გვიჭირს მოთამაშე მაგრამ თუ ქართველი არ ჩანს ტეიდი ბათუმის დინამოდან მშვენიერი ჩამშლელია და იჩალიჩოს ფედერაციამ...
რონი
28 ივლისი 2022 18:26
9
თუ გაშინებენ შვილო მაშინ აბა რა გიშველოთ, ჩვენი თავისთვის ვერ გვიშველია, მარა თუ არავინ გაშინებს და არჩევანში თავისუფალი ხარ და მაინც ეგრე ლაპარაკობ, ვერ ყოფილხარ და არაფერში გვჭირდები.
რრრ
28 ივლისი 2022 18:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული