"ჯერჯერობით არაფრის შეცვლა არ მსურს..." - მარადიშვილი საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
კონსტანტინე მარადიშვილმა, რომელიც ამ დროისთვის მოსკოვის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავს, ადგილობრივ გამოცემა Sport-express-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. 22 წლის ფეხბურთელმა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, სანაკრებო თემაზეც ისაუბრა.

ჟურნალისტმა მარადიშვილს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა საქართველოს ნაკრებში თამაშზე იმის გამო, რომ მამა ქართველი ჰყავს.

"ამჟამად რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ვარ და ჯერჯერობით არაფრის შეცვლა არ მსურს. უკვე მქონდა მიწვევები ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში და ვაგრძელებ მუშაობას იმავე სულისკვეთებით".

შეგახსენებთ, მარადიშვილი მოსკოვის "ლოკომოტივს" 2021 წელს ცსკა-დან შეუერთდა, რამდენიმე დღის წინ კი ულამაზესი გოლი შემოგვთავაზა.

-31Jul/03/befunky-collage30.png" border="0" alt="alt" title=""ჯერჯერობით არაფრის შეცვლა მსურს..." - მარადიშვილი საქართველოს ნაკრებზე" style="height: 50px; width: 50px;" />მარადიშვილის შედევრი - 83-ე წუთზე შემოვიდა და ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 25 /
ამას ან საკუთარ თავზე აქვს ზედმეტად მაღალი წარმოდგენა, ან საქართველოს ნაკრებზე აქვს ზედმეტად დაბალი წარმოდგენა. ვის სჭირდება, ან ვინ იწვევს?! ამაზე უკეთესებით სავსეა საქართველოს ჩემპიონატი.
აკაკი ხოშტარია
11:35 29-07-2022
1
ეს ინტერვიუ რუსულ გამოცემას მისცა და თუ არ იძახა საქართველოს ნაკრებზე ვოცნებობო, არაფერს ნიშნავს. ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ. თუ არ უნდა, ითამაშოს შემდეგ არარსებულ ნაკრებში.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული