Matchday დავითაშვილისა და ოქრიაშვილის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურიკო დავითაშვილმა შეიძლება კარიერა სერბეთში, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა ბათუმის "დინამოში" გააგრძელოს. ეს ინფორმაციები მედიაკომპანია/ახალი ამბების სააგენტო MatchDay-მ უარყო.

"ზურიკო დავითაშვილის შეძენით "ცრვენა ზვეზდა" არ ინტერესდება. რაც შეეხება სერბულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას "პარტიზანის" ინტერესზე, ბათუმის "დინამოში" გვითხრეს, რომ "პარტიზანის" ინტერესზე არაფერი იციან და რომ სერბული კლუბიდან წინადადება არ ყოფილა. დავითაშვილით არაერთი კლუბი ინტერესდება. არის ინტერესი ტოპ-ლიგებიდანაც", - წერს გამოცემა.

რაც შეეხება ოქრიაშვილს, მის შესახებ MatchDay-ს ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა
არჩილ ბერიძემ შემდეგი განუცხადა: "არ ვადასტურებთ ინფორმაციას. თორნიკესთან მოლაპარაკება არ გვაქვს, არც უახლოეს პერიოდში იგეგმება".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბათუმის დინამოს მესვეურნნო, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გთხოოვთ, მოიყვანეთ ოქრი და დატოვეთ ზურა ბათუმის დინამოში თუნდაც ზამთრის სატრანსფერო სეზონის გახსნამდე თუკი რათქმაუნდა გაცილებით უკეთესი და კარგი ვარიანტები არააქვთ უცხოეთიდან
ბათუმელი ექსპერტი
19:10 14-08-2022
0
აზაროვიზე რატო აღარ წერთ ზღაპრებს,აღარაა საინტერესო?
წაიკითხე ხმამაღლა
09:18 03-08-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული