"კვარას, შესაძლოა, არ ესმის, რომ "ნაპოლიში" მისი დონის ან უკეთესი ფეხბურთელები არიან" - იტალიელმა ექსპერტმა ხვიჩა გააკრიტიკა

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" თამაშით ყველა აღფრთოვანებულია, გამოჩნდა ისეთი, რომელმაც ბურთის ზედმეტად დაჭერის გამო გააკრიტიკა და ეს იმ დროს, როდესაც მას პასს ხშირად არ აძლევენ.

იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, პროფესორმა ეუჯენიო ალბარელამ, Canale 21-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წინასასეზონო შეკრებისას სუსტი მეტოქეების ადვილად დამარცხების შემდეგ "ნაპოლიმ" "ადანა დემირსპორთან" და "მალიორკასთან" მხოლოდ სამი გოლი გაიტანა და ხვიჩა კვარაცხელიას ურჩია, უფრო ხშირად გაუკეთოს გადაცემები ვიქტორ ოსიმენს. ალბარელას ნაუბარი The nationon-მა გამოაქვეყნა და სტატია უმალ გადაბეჭდა ნიგერიულმა soccernet-მა.

"ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელი იმედგაცრუებულია, რადგან გოლების
გატანა უჭირს. მას საჭირო პასებს ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია არ აძლევს. ნიჭიერი ქართველი ბათუმის "დინამოსგან" ლორენცო ინსინიეს პირდაპირ შემცვლელად შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის კვარაცხელიას ტალანტი ეჭვს არ იწვევს, მას იმაში "ადანაშაულებენ", რომ ბურთს ზედმეტად იჭერს. ოსიმენმა ბოლო სამი გოლიდან მხოლოდ ერთი გაიტანა და ისიც პენალტით. ალბარელას აზრით, ხვიჩა ჯერ კიდევ ეჩვევა გუნდს და ექსპერტს სურს, უფრო გამოცდილი პარტნიორის ირგვლივ ააგოს თამაში.

"კვარას, შესაძლოა, არ ესმის, რომ გუნდში თამაშობს, რომლის შემადგენლობაში, როგორც მინიმუმ, მისი დონის ან უკეთესი ფეხბურთელები არიან. ოსიმენის და ლოზანოს პასებით მომარაგებაა აუცილებელი, ეს გამოსასწორებელია და დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი ამაზე უკვე მუშაობს.

თითქოს კვარაცხელიას უნდა, ნებისმიერ ფასად დაამტკიცოს, რომ კარგი ფეხბურთელია, თუმცა ეს მონდომება უსარგებლოა. აქ მთავარია, იყო პრინციპული და გადაწყვეტილების მიღებისას გაბედული", - განაცხადა ალბარელამ.

ოსიმენი ნეაპოლურმა კლუბმა 2020 წელს აფრიკელი ფეხბურთელებისთვის სარეკორდო თანხად, 81 მილიონ ევროდ შეიძინა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე გატანილი 18 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მისი სამსახურით "არსენალი" და "მანჩესტერი" იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ არც ერთმა წინადადებით არ მიმართა".

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "გაძეტა დელო სპორტთან" აღნიშნა, რომ აფრიკელ ფეხბურთელებს აღარ შეიძენს, ვინაიდან მათ ფულს უხდის, ისინი კი შუა სეზონისას აფრიკის თასზე საასპარეზოდ მიდიან.

მკითხველის კომენტარები / 46 /
წავიკითხე იმ იდიოტი "პროფესორის" "სიბრძნე" ნაპოლის გვერდზე და იქვე გასცეს კარგი პასუხი ნაპოლის ფანებმა ! ეგ ისეთივე პროფესორია როგორც მე ვარ აკადემილოსი ! აშკარად ეტყობა რომ ტენდენციურია --ან ნაპოლის დაუძინებელი მტერია და უნდა რომ აურიოს საქმე ან კიდევ ვითაცამ სთხოვა ასე ეთქვა @
zura222
03 აგვისტო 2022 23:45
1
ლოზანოს არ გაუკეთა საგოლე გადაცემა თუ ჩვენ მოგვევეჩვენა რამე? ერთხელ კიდე ისეთი პასი მისცა ცენტრიდან ოსიმენს რო თვითონ უნდა დაეხატა მარა ვერ ქნა ეხლა სამი თამაშიდან რა უნდათ ხვიჩასგან თან ამხანაგურებია ჯერ
geo
03 აგვისტო 2022 23:33
1
ოსიმენში თუ 81 მილიონი აქვთ გადახდილი აბა კი ეკუთვნის გოლის გატანა. მემგონი ზუსტად ეგ ანერვიულებთ, რომ ხვიჩამ არ აჯობოს.
WTF
03 აგვისტო 2022 23:14
0
Xvichas donis fexburteli napolis realurad ar yavs, napoli wels 4eulistvis ibrdzolebs da tu es moaxerxa xvichas damsaxureba iqneba, simartles tu vityvit napoli gunds axlidan ashenebs, xvicha ase "tavxedurad" rom iqceva magis bagaji aqvs da es gundistvisac didi motivaciaa, sadac pasia sachiro kvaracxelia yoveltvis adzlevs, magram am formaciis napolishi kvaracxelia lideria, wels chveni bichi amas daamtkicebs...
Jjj
03 აგვისტო 2022 22:52
3
კვარას თვითონ არავინ აძლევს პას ვისღა უნდა მიცეს როცა იღებდა ამწვავებდა ყოველთვის
Soso
03 აგვისტო 2022 22:36
0
ეუჯენიო ალბარელა გადაცმული სანაიაა - მგონია მე!
ვაჟა მასწავლებელი
03 აგვისტო 2022 22:30
4
მაგარი იყო!
aburjga
04 აგვისტო 2022 00:00
2
არაა აზროვნებით უფრო ბადრი შუბლაძეს გავს !
zura222
03 აგვისტო 2022 23:46
1
ახლა ბევრს არ მოგეწონებათ, მაგრამ სიმართლე ასეთია - რასაც ვუყურე ნაპოლის მოსამზადებელ რამდენიმე თამაშს იმედგაცრუებული დავრჩი, გუნდი კი არა ნახირია! საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში პირველ ლიგაში საშუალო ადგილების გუნდია. ხვიჩა მაგ გუნდში ისეა როგორც ნიკოლო პაგანინი ხაშურის მუსიკალური სკოლის გამოსაშვები კლასის მოსტ=წავლეებთან რომ დააყენო! მეცოდება ხვიჩა ამ სულელურ გუნდში! მისი ნაპოლიში გადასვლა ძალიან დიდი უიღბლობაა!
aburjga
03 აგვისტო 2022 22:20
23
Ჩამოკრული გაქვს აშკარად
Georgian
04 აგვისტო 2022 02:57
3
ეს ექსპერტები სულ ასე იყბედებენ, თუ ხვიჩა გასაკრიტიკებელია, ამას პირველი სპალეტი გააკეთებს. ხოდა ილაპარაკონ "ექსპერტებმა" არ ღირს მაგაY გამო ნერვების შლა.
Semi
03 აგვისტო 2022 22:01
0
ეს არის დასავლეთი, სადაც მიდის ბრძოლა "გადარჩენისათვის", ხვიჩა შენ უნდა "იბრძოლო" თორემ გაგთელავენ, არავითარი დანდობა მაქ არ არის!!!!!!!!!!!!!!
ვაჩე!
03 აგვისტო 2022 21:58
5
მართალია ! "თავისუფალ" დასავლეთში ადამიანი ადამიანისთვის მგელია !
zura222
03 აგვისტო 2022 23:48
5
ის ვიღაცა ნიგერიულ და მეგრულ ნიჭს ვერ არჩევს,ვაცალოთ,ჯერ ნახოს...
წჷმოძინეფი ორო დო ირო ორქო კოჩის✊❤️❤️
გომორძგუა მარგალეფც
03 აგვისტო 2022 21:55
19
იმ შუაშია რომ მეგრელების გარეშე სანმარინოც არ ვართ
გომორძგუა მარგალეფც
04 აგვისტო 2022 14:51
3
ქართველი, რა შუაშია აქ კახელი, იმერელი ან მეგრელი? Მთავარია რომ არის ქართველი, კუთხეს რა მნიშვნელობა აქვს? დაბალი დონეა ძალიან კუთხეების გამოკვეთა, ქართველია ხვიჩა და არა მეგრელი ან თუში, გასაგებად ავხსენი?)))
Georgian
04 აგვისტო 2022 03:03
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული