"კვარას, შესაძლოა, არ ესმის, რომ "ნაპოლიში" მისი დონის ან უკეთესი ფეხბურთელები არიან" - იტალიელმა ექსპერტმა ხვიჩა გააკრიტიკა

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" თამაშით ყველა აღფრთოვანებულია, გამოჩნდა ისეთი, რომელმაც ბურთის ზედმეტად დაჭერის გამო გააკრიტიკა და ეს იმ დროს, როდესაც მას პასს ხშირად არ აძლევენ.

იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, პროფესორმა ეუჯენიო ალბარელამ, Canale 21-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წინასასეზონო შეკრებისას სუსტი მეტოქეების ადვილად დამარცხების შემდეგ "ნაპოლიმ" "ადანა დემირსპორთან" და "მალიორკასთან" მხოლოდ სამი გოლი გაიტანა და ხვიჩა კვარაცხელიას ურჩია, უფრო ხშირად გაუკეთოს გადაცემები ვიქტორ ოსიმენს. ალბარელას ნაუბარი The nationon-მა გამოაქვეყნა და სტატია უმალ გადაბეჭდა ნიგერიულმა soccernet-მა.

"ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელი იმედგაცრუებულია, რადგან გოლების
გატანა უჭირს. მას საჭირო პასებს ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია არ აძლევს. ნიჭიერი ქართველი ბათუმის "დინამოსგან" ლორენცო ინსინიეს პირდაპირ შემცვლელად შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის კვარაცხელიას ტალანტი ეჭვს არ იწვევს, მას იმაში "ადანაშაულებენ", რომ ბურთს ზედმეტად იჭერს. ოსიმენმა ბოლო სამი გოლიდან მხოლოდ ერთი გაიტანა და ისიც პენალტით. ალბარელას აზრით, ხვიჩა ჯერ კიდევ ეჩვევა გუნდს და ექსპერტს სურს, უფრო გამოცდილი პარტნიორის ირგვლივ ააგოს თამაში.

"კვარას, შესაძლოა, არ ესმის, რომ გუნდში თამაშობს, რომლის შემადგენლობაში, როგორც მინიმუმ, მისი დონის ან უკეთესი ფეხბურთელები არიან. ოსიმენის და ლოზანოს პასებით მომარაგებაა აუცილებელი, ეს გამოსასწორებელია და დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი ამაზე უკვე მუშაობს.

თითქოს კვარაცხელიას უნდა, ნებისმიერ ფასად დაამტკიცოს, რომ კარგი ფეხბურთელია, თუმცა ეს მონდომება უსარგებლოა. აქ მთავარია, იყო პრინციპული და გადაწყვეტილების მიღებისას გაბედული", - განაცხადა ალბარელამ.

ოსიმენი ნეაპოლურმა კლუბმა 2020 წელს აფრიკელი ფეხბურთელებისთვის სარეკორდო თანხად, 81 მილიონ ევროდ შეიძინა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე გატანილი 18 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მისი სამსახურით "არსენალი" და "მანჩესტერი" იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ არც ერთმა წინადადებით არ მიმართა".

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "გაძეტა დელო სპორტთან" აღნიშნა, რომ აფრიკელ ფეხბურთელებს აღარ შეიძენს, ვინაიდან მათ ფულს უხდის, ისინი კი შუა სეზონისას აფრიკის თასზე საასპარეზოდ მიდიან.

მკითხველის კომენტარები / 46 /
ეს პროპესორა თამაშებს არ უყურებს? ამ მოსიმენს პასს ყოველთვის აძლევს მაგრამ რამდენანდაც ათლეტური და სწრაფია იმდენად მოუხერხებელია ბურთის დამუშავებაში. Lოზანოს სასწაული პასი დაასვა და გაატანი, არა და ლოზანომ თვითონ უნდა ისწავლოს დროული პასი და სულ ბურთს ელოდება და დაცვაშიც არ ცადის თითქოს არ ეკადრება. ამ დროს კვარა დაცვაშიც ეხმარება და ოსიმენიც ბევრს მუშაობს. ესენი შეეწყობიან მალე და ნახავს ყველა. იტალიაშიც და ესპანეთშიც ძალიან ხისგტად თამაშობენ და გამოჩნდა კიდევაც სულ ფეხებში ურახუნებენ და იჭერენ ხელით ვერაფერს გახდნენ. ამ ინსინიეთი კი ტვინი გახვრიტეს, რა ითამაშა ამისთანა? ძველ იტალიელ ვარსკვლავებთან ახლოსაც ვერ მივა ვინც მაგ პოზიციას თამაშობდა.
simartle
04 აგვისტო 2022 06:03
0
ოსიმენი საზიზღარი ტიპია.
აურელიო დე ლაურენტის მიხვდა, რომ უნდა გაყიდოს ოსიმენი.
მაგრამ 81 მილიონ ევროდ შეიძენილ ოსიმენში 30 მილიონსაც არ გადაიხდის არავინ.
ქ. გ.
04 აგვისტო 2022 05:28
1
ბოლო თამაშის ვიდეოებზე ნაპოლის გულშემატკივრები ერთხმად აღფრთოვანებული არიან – 1:1 ზე ყველაზე მეტი მონდომება გამოავლინა და გუნდი გამარჯვებისკენ სწორედ კვარამ წაიყვანაო. სიხარულით აღნიშნავენ კვარა თანდათან გუნდის ლიდერობის სადავეებს იღებსო. წინა თამაშებზე ბრაზობდნენ კვარას პასებს არ აძლევენო. ოსიმჰენს (კარგი თავდამსხმელია მართლაც) რაც შეეხება, დღეს 2–3 ე.წ. 100% იანი მომენტი გააფუჭა 3 მეტრიდან , აშკარად ამოვარდნილი ფორმიდან და კვარას ბრალია ეგ ?
პროფესორი არა აკადემიკოსი
04 აგვისტო 2022 04:46
1
ოსიმენი აქებს კვარას პრეტენზია არა აქვს და ამას ვინ ეკითხება ნეტა (ან ვინ აფინანსებს)
Ff
04 აგვისტო 2022 03:39
0
რა უნდათ ხვიჩასგან? 5 თამაშში 4 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა, საუკეთესოა კარგია ყველანაირად და კარგი რატო ხარო ამ წუნკალმა ეხლა ეგ პრეტენზია წამოუყენა. ესეიგი მინუსი ძლივს მოუძებნეს ტიპს რომ ოსიმენს პასებს არ აძლევს ვითომ, არადა მისცა მაგ ოსიმენს პასი და ვერ გაიტანა იმანა მაგარი მომენტი ვერ გამოიყენა. მაგ ლოზანოსაც მისცა და გაატანინა. ერთხელ პენალიც დაარტყმევინა როცა პენალტისტად ხვიჩაა დანიშნული გუნდში უკვე. ანუ, უფრო მეტ პასებს რატომ არ აძლევსო?! ესეიგი გამოდის რომ ხვიჩამ სულ ოსიმენზე უნდა იმუშაოს და თვითონ სტატისტიკა რომ არ ექნება მეტი რა უნდათ მერე რუსებს აი გოლები ვერ გააქო ხომ გითხარითო აი ეს არაფრის მაქნისი გრუზინიო. ასე რომ ეს არის პროვოკაცია, რარ უნდათ რომ ხვიჩამ ბევრი გოლები გაიტანოს და ცდილობენ ტექნიკურად მარტო ოსიმენის პასებზე გადაატანინონ კონცენტრაცია რომ სეზონის ბოლოს დასცინონ თვითონ გოლები ვერ გაიტანაო. მაგ ოსიმენს ისედაც საკმარისად მისცემს პასებს და იმან უნდა გაიტანოს. ასე რომ ამ პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს
დამიჭირეს მკლავი მომჭრეს რატომ კარგი აგიგია!
04 აგვისტო 2022 03:35
3
რა უნდათ ხვიჩასგან? 5 თამაშში 4 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა, საუკეთესოამინუსი ძლივს მოუძებნეს ტიპ
დამიჭირეს მკლავი მო
04 აგვისტო 2022 03:22
1
Წადი შენი .... .......
Georgian
04 აგვისტო 2022 02:54
1
დაკომპლექსებულია ვიღაცა. დღეს კვარამ რაც ითამაშა, მე არ ვიცი რა - მაგარ!!!
კაპიტან გარდენბურგი
04 აგვისტო 2022 02:51
0
მტყუნის...
ნაპოლიში ხვიჩაზე უკეთესი ფეხბურთელები არიან?!
04 აგვისტო 2022 01:23
1
ეგ არის სპეციალური სტატია ვითომ კრიტიკა. ჩორტის ჩაგდებას ცდილობენ ხვიჩასა და ოსიმენს შორის
*
04 აგვისტო 2022 00:18
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული