ტრანსფერი დადასტურდა! - ლოჩოშვილი "ვერონას" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
ავტრიული "ვოლფსბერგერის" პრეზიდენტმა დიეტმარ რიგლერმა krone.at-თან საუბარში დაადასტურა, რომ კლუბის 24 წლის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი "ვერონაში" გადადის.

როგორც მან აღნიშნა, იტალიურმა კლუბმა მშვენიერი ფინანსური წინადადება შესთავაზა და უარის თქმა არ შეეძლოთ.

ამასთან ერთად, მათი მიზანი იყო, რომ ლუკა, როგორც ფეხბურთელი, აღეზარდათ და განევითარებინათ, შემდეგ კი ის სარფიანად გაესხვისებინათ.

ახლა რიგლერი იმედოვნებს, რომ ლოჩოშვილი კლუბში მცირე დროით კიდევ გაჩერდება, გუნდს კონფერენს ლიგაზე "გზირასთან" მატჩში დაეხმარება და მხოლოდ ამის შემდეგ წავა "ვერონაში".

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელები ქართველი მცველის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს
იხდიან.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ადრეც დავწერე და კიდევ ვიტყვი--აი რას ნიშნავს ნაკრების კარგი თამაში ! ეგრევე დაიქოქნენ ტოპ ლიგების გუნდები ! და ეს ჯერ არაა ბოლო = წინაა დავითაშვილის აზაროვის ალთუნაშვილის მაგარი ტრანსფერები
zura222
05 აგვისტო 2022 12:13
1
მაგარი ინფორმაციაა! გილოცავთ! წარმატებები!
ბათუმი
05 აგვისტო 2022 12:11
0
მაგალითი რატომ უნდა წახვიდე ევროპაში
giorgi 12
05 აგვისტო 2022 12:11
4
კიტეს რომარა ტრავმა ბუნდესლიგის გუნდს უნდოდა ყიდვა სამწუხაროდ ერთი წელი გააცდინა და კიდე ტრავმააქ. მშვენიერი ტრამპლინია აუსტრია მანდ ინდა იმუშავონ სკაუტებმა გადასაყვანად და არა ყაზახეთი და რუსეთი
beqa
05 აგვისტო 2022 12:05
1
როცა ავსტრიული ბუნდეს ლიგა უფრო ფასობს ვიდრე მთელი რუსეთის ჩემპიონატი
რუსეთს რა
05 აგვისტო 2022 11:55
5
აბა შენ იცი ვილი, შემდეგი თამაშისთვის ისევ მამუჩიკო გამოიძახე და ეს დატოვე გარეთ
ლადო
05 აგვისტო 2022 11:42
3
ევროპაში როდესაც წახვალ ხარ ფეხბურთელი, რუსეთში რომ წახვალ ხდები არწიომ ძიუბა!
ვენეციის კომისია
05 აგვისტო 2022 11:34
7
კომენტარის არ მოწონობები შენ დაგიწერა შეგნებულმა ხალხმა. რომელსაც არტიუმ ძიუბა როგორც ფეხბურთელი დაბალი დონის გონია. სასაცილოა
შვედუნა
05 აგვისტო 2022 17:12
3
მე არ დამიწერია დისლაიქი,მაგრამ ალბათ იმათ დაწერეს,ვისაც ახსოვს,რომ კვარაც და ზურიკოც,რუსეთში მივიდნენ ამ დონემდე.
სოსო
05 აგვისტო 2022 16:50
3
ყველა გამოხმაურება
კარგი სიახლეა ამ ასაკში უკვე სერიაას გუნდში მოხვედრა თან ლუკას უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ევროტურნირებზე ნათამაშები აქვს და ნამდვილად მიიღებს სათამაშო დროს. ძაან მწყდება გული კიტეიშვილზე რომ არაა ტრამვები დარწმუნებული ვარ დღეს კიტეიშვილის ტრანსფერზეც იქნებოდა ლაპარაკი ტოპ ლიგის რომელიმე კარგ გუნდში.
ზურა
05 აგვისტო 2022 11:19
1
ეს რომ რუსეთში ყუოფილიყო კვირკველიასავით 16 მილიონს მოითხოვდნენ
gio
05 აგვისტო 2022 11:11
2
ამიტომ უნდა წახვიდეთ ბიძიკოებო ევროპაში და არა რუსეთში. წარმატებები ლუკას, 18 წლიდან ვუყურებთ ამ ბიჭს და მუდმივად იზრდება და იზრდება , კარგია კიდევ უკეთეს გუნდში გელით მომავალში.
la masia
05 აგვისტო 2022 10:45
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული