მიქაუტაძე შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონშიპში გადავიდეს და მისი მწვრთნელი ვენსან კომპანი იყოს

AutoSharing Option
ბრიტანელი ჟურნალისტი ბრედ ჯონსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მეცის" ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ "ბარნლიში" აღმოჩნდეს.

როგორც ჯონსი წერს, ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის მიმართ დაინტერესება აქვს და მას აკვირდება, ჯერჯერობით ფრანგებისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ და ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ამას გააკეთებენ თუ არა.

მოგეხსენებათ, მიქაუტაძე ზაფხულში დაბრუნდა ბელგიური "სერენიდან" "მეცში" და სეზონი მშვენივრადაც დაიწყო. რაც შეეხება "ბარნლის", კლუბს ცნობილი ბელგიელი მცველი და წარსულში მანჩესტერ "სიტის" კაპიტანი ვენსან კომპანი წვრთნის და მათი მთავარი მიზანი ამ სეზონშივე პრემიერლიგაში უკან დაბრუნებაა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემი აზრით ამ ეტაპზე ჯობია რომ მეცში დარჩეს მისი მშობლიური გუნდია იქ ყველას იცნობს ახალი გუნდია ახალი მწვრთნელი ლიგა 2 ში ეს გუნდი თითქმის ყველა გუნდს აღემატება კლასით და ამ გუნდში თამაში სადაც ექნება ბევრი სათამაშო დრო ჯობია ამ ეტაპზე სხვაგან გადასვლას ითამაშოს მეცში გამოიჩინოს თავი და შემდეგ სეზონში უკვე ტოპ ლიგის გუნდში გადავიდეს.
გოჩა
15:24 05-08-2022
0
რა, ჩემპიონშიპი რითიმე ჯობია საფრანგეთის მეორე ლიგას?!
25

სიახლეები პოპულარული