Geo Team: შეთანხმება მიღწეულია - აზაროვი "ცრვენა ზვეზდაში" გადავიდა

AutoSharing Option
Geo Team-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ნაკრების 20 წლის მცველი ირაკლი აზაროვი ბათუმის "დინამოდან" "ცრვენა ზვეზდაში" გადავიდა.

"შეთანხმების შემდეგ. ფოტოზე: მამუკა ჯუღელი, მარკო მარინი, მამუკა ჯუღელის შვილი და ირაკლი აზაროვი", - წერს Geo Team-ი.

ბელგრადულ კლუბს ჯერ ტრანსფერი არ დაუდასტურებია.

"დინამო" ტრანსფერში 300 000 ევროს და ასევე, მისი შემდგომი გაყიდვიდან თანხის 20%-ს მიიღებს.

"ცრვენა ზვეზდამ" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "პიუნიკი" 5:0 დაამარცხა და მომავალ სეზონში მინიმუმ ევროპის ლიგაზე თამაში გაინაღდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ზვეზდა გაზპრომს რომ აპიარებს..ამაზე ვხუჭავთ თვალს?!
კობიაშვილმა ოდესღაც უარი თქვა გაზპრომის რეკლამით მაისურზე. შალკეში მგონი თუ კარგად მახსოვს
ლაშა
23:51 05-08-2022
5
ბატონო მამუკა!ტრანსფერის განხორციელებამდე, წინასწარ ნუ იტყვით ნურაფერს,თქვენთვისაც მასე აჯობებს და ჩვენთვისაც!!
გიორგი
22:24 05-08-2022
1

სიახლეები პოპულარული